მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალ 2018-2019 სასწავლო წელს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ 28 ახალი, სრულად რეაბილიტირებული სკოლით შეხვდა. შედეგად, მიმდინარე სასწავლო წელს, დამატებით 13 ათასამდე მოსწავლე სწავლას განახლებულ სასწავლო გარემოში აგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ ავრცელებს.
ფონის ცნობით, საქართველოს მასშტაბით, ამჟამად, რეაბილიტირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში 58 საჯარო სკოლა. აღნიშნული რეაბილიტაციისთვის დახარჯულია 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი.
ჯამში, ფონდი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.
„მულტიფუნქციურ ლაბორატორიებში 140 დასახელების სხვადასხვა ლაბორატორიული აღჭურვილობა-დანადგარი მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის. 91 საჯარო სკოლის საერთო ფართობი 221 180 კვადრატულ მეტრს აღემატება.
აშშ-ის მთავრობის 140 მილიონი აშშ დოლარიანი გრანტიდან საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის 56 მილიონი დოლარია გამოყოფილი.
სარეაბილიტაციო სკოლები სტატისტიკური მოდელის გამოყენებით შეირჩა.
აღსანიშნავია, რომ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
სკოლებში უსაფრთხო და ენერგოეფექტური გათბობა და ელექტრო მომარაგება ეწყობა. რეაბილიტაცია სეისმურ და კლიმატურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლები არის უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
ამ დროისთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ საქართველოს მასშტაბით 33 სკოლის სრული რეაბილიტაციას პროცესი მიმდინარეობს, რომელთა ნაწილიც ექსპლუატაციაში 2019 წლის თებერვალში შევა, დანარჩენი სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ახალი, კომფორტული, უსაფრთხო და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით აღჭურვილი 91 საჯარო სკოლა ჯამში 37 000 მოსწავლისთვის გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს. აღნიშნული, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, ამ სკოლებში მომუშავე პედაგოგებისთვის, რაც იქნება სტიმული და წინაპირობა, ქვეყნის განათლების ზოგადი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სკოლების სრული რეაბილიტაციის გარდა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო საჯარო სკოლის მასწავლებლებს, დირექტორებსა და ფასილიტატორებს პროფესიული განვითარების ტრენინგებს სთავაზობს. რაც მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად რამდენიმე გრძელვადიან ტრენინგ-მოდულს მოიცავს. ტრენინგები ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობს საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის.
ჯამში, ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო და კვალიფიკაცია აიმაღლა 27 000 პედაგოგ-მასწავლებელმა, 4 600-მა საჯარო სკოლის დირექტორმა და 3 300-მდე პროექტის ფასილიტატორმა. ეს კი, ზოგადი განათლების საფეხურის განსავითარებლად და მოსწავლეზე ორიენტირებული, ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია“,-ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტს საქართველოში ახორციელებს სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“, რომელსაც მართავს სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის (თავმჯდომარის მოადგილე), იუსტიციის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა მინისტრები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს ანაზღაურება გაეზრდება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ილია იყო, არის და იქნება ერის საამაყო შვილი