ლიტერატურული კონკურსი მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამარჯვებული მწერალი დავით გორგილაძე გახდა - მოთხრობისთვის „სცენას ჩამოსასვლელი არ აქვს“. გამარჯვებული მოთხრობის ავტორს სპეციალურად კონკურსისთვის დამზადებული სიმბოლო გადაეცა.
კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა. მასში მონაწილეობა 72-მა მწერალმა მიიღო.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა მეორე და მესამე ადგილზე გასული ავტორები:
მეორე ადგილი - ნინო ქადაგიძე „ოქტომბრელი“
მესამე ადგილი - დიანა ანფიმიადი „მარსზე წყალი იპოვეს“
ასევე, „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ მიერ დააწესებული განსაკუთრებული პრიზი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის, გადაეცა ალექსანდრე ოქროპირიძეს მოთხრობისთვის „სინკოპა“.
გამომცემლობა ინტელექტის სპეციალური პრიზები კი გადაეცათ:
თეა თოფურიას მოთხრობისთვის „სპილო ოთახის კუთხეში“
სოფიო კუბლაშვილს მოთხრობისთვის „გელა“
ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პრიზები შემდეგ კონკურსანტებს გადასცა:
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში განიხილებოდა მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალ “მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთ maswavlebeli.ge-ს, ფარგლებში, "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით, ლიტერატურული კონკურსი უკვე მესამედ გაიმართა.