მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ზაუტაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები დაესწრნენ.
აუდიტორიის შეფასებით Izrune.ge საგანმანათლებლო სიახლეებს უწყობს ფეხს და ინოვაციური მიდგომებით შემეცნებითი და სახალისო ტესტებით ოჯახს, ბავშვს, სკოლასა და სახელმწიფოს ერთი მიზნით აერთიანებს.
პროექტის მიმართ სტუმრებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს. მოსწავლეები საჩვენებელი ტესტის გავლაში აქტიურად ჩაერთნენ.
რესურსცენტრის თქმით, შეიქმნა დამრიგებელთა კლუბი, რომელშიც ყვარლის ყველა სკოლიდან თითო წარმომადგენელია გაერთიანებული და ისინი აქტიურად და წარმატებით იმუშავებენ ზოგადად განათლების გაუმჯობესებასა და Izrune.ge-ს ყველასათვის ხელმისაწვდომობისთვის.
მერის მოადგილის განცხადებით, Izrune.ge განათლების მომავალია და ინოვაციური პორტალი ყვარლისა და სრულიად საქართველოს განათლების ირგვლივ გაერთიანებას შეძლებს
შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.
წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა