სიახლეები
საინტერესო

თბილისობა - მაშინ როცა წარსულში ვმოგზაურობთ
07-10-2018
-
+


წელს დედაქალაქის მოსახლეობა 6 და 7 ოქტომბერს „თბილისობას“ აღნიშნავს. ამ ორი დღის მანძილზე თბილისში მრაავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რომელშიც უამრავი ადამიანი მონაწილეობს. 

თბილისობის დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა. ამბობენ, რომ პირველივე ღონისძიებამ განსაზღვრა მისი ხასიათი - ღვინობისთვის უკანასკნელ შაბათ-კვირას დედაქალაქში წარსულისა და აწმყოს შეხვედრა ხდება და ძველი თბილისი ცოცხლდება. 

1990-იანი წლების პაუზის შემდეგ დღესასწაული 1995 წელს ისევ განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ტრადიციის მიხედვით, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო ან ბოლოსწინა შაბათ-კვირას უნდა გაიმართოს, მაგრამ თბილისის მერის გადაწყვეტილებით მომავალში ის ოქტომბრის პირველივე შაბათ-კვირას გაიმართება. 

„შემოდგომის დღესასწაული“ მრავალსაუკუნოვანი ქალაქის უძველეს ტრადიციებთან ზიარებას გულისხმობს. პირველივე თბილისობისას ერთ-ერთ საინტერესო სანახაობას ყეენობის გამოძახილი წარმოადგენდა - უძველესი თამაშობები, რომლებიც დღეს მხოლოდ სტატიებში თუ ცოცხლდება. 

დროთა განმავლობაში თბილისობამ კარნავალის სახე მიიღო და ერთი დღით თითქოს წარსულში ვბრუნდებით - თბილისის ქუჩებში ისევ ჩნდებიან ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ქართველები, ფაეტონები, ყარაჩოღელები, კინტოები, ქართველი „კნეინები“ და ნიავს წარსულიდან გადმოსროლილი სევდიანი ჰანგები და აშუღთა სიმღერები მოაქვს - ჩვენ და თბილისი დროში ვმოგზაურობთ. 

იხილეთ ასევეთბილისობა“: იხილეთ რა ღონისძიებები იმართება და სად იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება