მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით ქვეყანაში სულ 2 308 სკოლა ხოლო, მოსწავლეთა რაოდენობა 575 ათასს აჭარბებს. 2017-2018 სასწავლო წლის მონაცემების მიხედვით სკოლების ყველაზე მცირე რაოდენობა - 8 ყაზბეგის მუნიციპალიტეტშია, ხოლო ყველაზე ბევრი სკოლა - 396 იმერეთის რეგიონში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით 2017-2018 სასწავლო წელს მოსწავლთა ყველაზე მცირე რაოდენობა მაღალმთიან რეგონებში ფიქსირდება. მაგალითად, ლენტეხის რაიონში 11 სკოლა და 536 მოსწავლე ირიცხებოდა, ხოლო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში - 508 მოსწავლე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სკოლების რაოდენობა შემცირებულია, ხოლო მოსწავლეების რაოდენობა გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით 2013-2014 სასწავლო წელს 2 328 სკოლა და 553 016 მოსწავლე ფიქსირდებოდა, ხოლო 2017-2018 სასწავლო წელს 2308 სკოლა და 575 181მოსწავლე.
Etaloni.ge ჯეოსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ, უფრო დეტალური სტატისტიკურ მონაცემებს.
მოსწავლეების ყველაზე მცირე რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
ყაზბეგის მუნიციპალტიეტი: 8 სკოლა - 508 მოსწავლე;
ლენტეხის მუნიციპალიტეტი: 11 სკოლა - 536 მოსწავლე;
ონის უნიციპალიტეტი: 9 სკოლა - 538 მოსწავლე;
ცაგერის მუნიციპალიტეტი: 26 სკოლა - 919 მოსწავლე;
ამბრლაურის მუნიციპალიტეტი: 22 სკოლა - 1020 მოსწავლე.
მოსწავლეების ყველაზე მეტი რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
თბილისი: 287 სკოლა - 194 110 მოსწავლე;
იმერეთის რეგიონი: 396 სკოლა - 76 038 მოსწავლე;
ქვემოქართლისრეგიონი: 266 სკოლა - 68 585 მოსწავლე
აჭარის არ.: 254 სკოლა - 56 247 მოსწავლე;
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონი: 263 სკოლა - 43 496 მოსწავლე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც