მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „რეგიონულ სასწავლო ტურზე სპეციალური მასწავლებლებისთვის “ რეგისტრაცია გამოაცხადა. ტურის მიზანია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც მათ საშუალებას მისცემს აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიზიარონ და შეისწავლონ ინკლუზიური განათლების მიმართულებით თბილისის წარმატებული სკოლების პრაქტიკა და გამოცდილება.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი.
ტური დაგეგმილია 2018 წლის 21 - 27 ოქტომბერს. სეციალური მასწავლებლების დაბრუნება თბილისიდან რეგიონებში 2018 წლის 27 ოქტომბერი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს ინკლუზიური განათლების 30 სპეციალურ მასწავლებელს რეგიონებიდან. სპეციალური მასწავლებლები განაწილდებიან თბილისის 8 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ 10 სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3 სპეციალურ მასწავლებელთან.
თუ ხართ დასაქმებული რეგიონის სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე და სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ პროექტში „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე და წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
CV (რეგიონი, რაიონი, სკოლა. პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა);
სამოტივაციო წერილი;
თქვენს მიერ გავლილი ტრენინგების/კურსების ჩამონათვალი და დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მხოლოდ ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით).
აუცილებელი პირობაა, გქონდეთ მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ უნდა იყოთ წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.
უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.).
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც