სიახლეები
სკოლები

ახალციხის N5 სკოლის მოსწავლემ მორიგ წარმატებას მიაღწია
05-01-2017
-
+


სასკოლო ოლიმპიადები ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენის ერთ-ერთი საშუალებაა. მასში მონაწილეობა, გარკვეული წარმატებების მიღწევა და სხვადასხვა სახის წახალისება საგრძნობლად ზრდის მათ მოტივაციას, დაინტერესებას სხვადასხვა საგნისადმი და აძლევს სტიმულს სამომავლოდ უკეთესი შედეგების მისაღწევად.

ახალციხის №5 სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ოლიმპიადებში და ყოველწლიურად საპრიზო ადგილების მოპოვებით ახარებენ სკოლის  პედაგოგებს. 

სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ ალიკა კურტანიძემ წელსაც ასახელა საკუთარი სკოლა. მან ევერესტის ოლიმპადის ზამთრის სეზონზე თავის ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს მასშტაბით მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა და გახდა ვერცხლის მედლის, lenovo tab 3 პლანშეტის და საქართველოში რობოტექნიკის, ელექტრონიკის და პროგრამების ცენტრის სასაჩუქრე აბონემენტის მფლობელი.

გოგა ასკურავას ინგლისური ენის შემსწავლელმა ცენტრმა ალიკა კურტანიძე დააჯილდოვა უფასო ერთთვიან სწავლებაზე აღნიშნულ ცენტრში, losti ბავშვთა და მოზარდთა გასართობმა ცენტრმა კი ინდივიდუალური თამაშით 5 ბავშვზე.

სკოლა ულოცავს ალიკა კურტანიძეს მიღწეულ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება