მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მუსიკის პედაგოგებს მასტერკლასს სთავაზობს. ცენტრის ინფორმაციით, მუსიკის პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ მასტერკლასზე "საოპერო მუსიკის მოსმენა". ანდღულაძეების ვოკალური ფონდის ხელმძღვანელი გური ზაქარეიშვილი მასწავლებლებსთეატრის გამოცდილებას გააცნობს.
განხილული იქნება შემდეგი თემები:
მუსიკის მოსმენა;
კლასიკური რეპერტუარის ზეგავლენა;
ბავშვთა საოპერო თეატრი „მცირე პწკალა“;
„მუსიკალური ცისარტყელა“;
„სევილიელი დალაქი“;
წარმოდგენაზე დასწრება.
მასტერკლასის მიზანია, კლასიკური რეპერტუარის მოსმენის ჩვევის გამომუშავების გამოცდილების გაზიარება.
რეგისტრაცია გაგრძელდება 2018 წლის 15 ოქტომბრამდე.
რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ :
ამ ეტაპზე, შესაძლებელია 300 მსმენელის მიღება.
მუსიკის მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ,დაგეგმონ სამი სამუშაო შეხვედრა მასტერკლასზე განხილულ თემებზე და რეფლექსიის გაგზავნის საფუძველზე მოიპოვონ კრედიტქულები. ინფორმაცია სამუშაო შეხვედრების შესახებ იხილეთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა