TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

2017 წელი განათლების მიმართულებით სიახლეებით იქნება დატვირთული
06-01-2017
-
+


2017 წელი განათლების მიმართულებით სიახლეებით იქნება დატვირთული - ამის შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. 

"ყველა მიმართულებით 2016 იყო ძალიან დადებითი, სკოლაში გვაქვს პირველიდან მეექვსე კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე ახალ სახელმძღვანელოებზე მუშაობის პროცესი დაწყებულია, მასწავლებლის სქემა დავხვეწეთ, გავხადეთ განვითარებაზე ორიენტირებული. 

წელს პირველად შეიძლება ითქვას,რომ რიგები იყო პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაციაზე, რაც აქამდე არ ყოფილა. წელს პირველად დაიწყო დუალური პროგრამა, სწავლა და მუშაობა ერთდროულად პროფესიულ სასწავლებლებში, ესეც სასიხარულოა. 

უმაღლესი სასწავლებლების მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გვაქვს, როგორც რეიტინგებში, ასევე სამეცნიერო-კვლევითი პარამეტრებით. ასევე სტუდენტებთან ჩვენი ურთიერთგაგება არის ეფექტური და გაუმჯობესების გზას ვადგევართ.

ვახერხებთ, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზეც ყველაფერი რაც არის აქტუალური სტუდენტებისთვის იქნეს გათვალისწინებული და ასევე კანონმდებლობაში. 

2017 იქნება დატვირთული სიახლეებით განათლების მიმართულებით, 2017 წელი იქნება ცვლილებების წელი", - დასძინა განათლების მინისტრმა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება