სიახლეები
საინტერესო

კვლევა: რელიგიური ოჯახების შვილები უფრო ბედნიერები იზრდებიან, ვიდრე ისინი ვინც ეკლესიაში არ დადიან
11-10-2018
-
+


ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა ინ ჩენმა და ტაილერ ვანდერ ვილმა ადამიანის ცხოვრების ხარისხზე რელიგიის გავლენა შეისწავლეს. 

აღმოჩნდა, რომ ბავშვობაში რელიგიური აღზრდა ზრდასრულ ასაკში ბედნიერების ხარისხზე დადებითად მოქმედებს. ამის შესახებ American Journal of Epidemiology-ის სტატიაშია მოთხრობილი.

მკვლევარებმა 1999 წელს 16 ათასი ამერიკელი ბავშვის რელიგიური ქცევები (ეკლესიაში სიარული, მედიტაცია და ლოცვა) შეისწავლეს. შემდეგ კი მეცნიერები კვლევის მონაწილეებს 2007, 2010 და 2013 წლებში დაუკავშირდნენ, როდესაც მათი ასაკი 23-დან 30-წლამდე იყო. კვლევის მეორე ნაწილში მეცნიერები გამოსაცდელების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას იკვლევდნენ.

კვლევის მეორე ეტაპში პირველად შერჩეულ გამოსაცდელთაგან ნახევარზე ნაკლები - დაახლოებით 7,5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 

მონაწილეები დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის სიმპტომების, სიმსუქნის ან ზედმეტი წონის, დაავადებების და მავნე ჩვევების არსებობის შესახებ მოყვნენ. მათ ასევე ისეუბრეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მათ შორის ცხოვრებით ყმაყოფილებაზე, დადებით ემოციებსა და თვითშეფასებაზე.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვლევის მონაწილეები, რომლებიც ბავშვობაში რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთხელ მაინც ესწრებოდნენ არარელიგიურ თანატოლებზე 18%-ით ბედნიერები იყვნენ. ისინი კი ვინც დღეში ერთხელ მაინც ლოცულობდნენ და მედიტირებდნენ, თავს 16%-ით ბედნიერად გრძნობდნენ. ამასთან, ადამიანები, რომლებიც რელიგიურად გაიზარდნენ, იშვიათად ეწეოდნენ და ნარკოტიკს მოიხმარდნენ, გვიან იწყებდნენ სქესობრივ ცხოვრებას და იშვიათად ჰქონდათ სქესობრივი გზით გადამდები დავადებები.

კვლევის ავტორები თვლიან, რომ მორწმუნე ოჯახებში რელიგიური პრაქტიკის წახალისება შესაძლოა მომავალში მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახოს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება