სიახლეები
ეტალონი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში წამყვანის როლი მოირგო
10-10-2018
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს დედოფლისწყაროს სტუმრობს, სადაც ამ წუთებში  დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში  „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ღონისძიება მიმდინარეობს. 

ინტელექტ-შეჯიბრში დედოფლისწყაროს რაიონის ყველა სკოლიდან 66 რჩეული მოსწავლე მონაწილეობს.

ღონისძიებას ესწრებიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი,  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ნუგზარ პაპიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილი, რესურსცენტრის უფროსი - ეთერ ზურიკაშვილი განათლების კომისიის, კულტურის, სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - მიხეილ ბახუტაშვილი. 

კონკურსის მიმდინარეობისას „ეტალონის“ წამყვანმა და ავტორმაბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა სცენაზე დედოფლისწყაროს მერი - ბატონი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მიიწვია.  ქალაქის მერი სიამოვნებით დარჩა სცენაზე, აქტიურად ჩაერთო ჩემპიონატში და თანაწამყვანობა შეითავსა. მოთამაშეებმა რამდენიმე კითხვა, მათი ქალაქის მერისგან მოისმინეს.

კონკურსის დაწყებამდე  2017-2018 სასწავლო წლის დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე ელენე ჩოხელი „ეტალონის ოქროს ფონდის“ წევრი გახდა და დიპლომი გადაეცა, მის მშობლიურ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლას და  დირექტორს - თამარ ნებიერიძეს, ოქროს დიპლომი, ეტალონი-მოსწავლის აღზრდისთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება