სიახლეები
სიახლეები

როდის დაურიგდებათ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულ მოსწავლეებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები
10-10-2018
-
+


როდის მიიღებენ კუთვნილ ოქროსა და ვერცხლის მედლებს ის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა 2016-2017 წელს დაამთავრეს? -  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

Etaloni.ge ინტენსიურად ცდილობდა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან დაკავშირებას, რათა მათგან მიეღო ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა საკითხი და როგორია სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი, რომელიც სექტემბრის ბოლოსთვის საბოლოო დასკვნა უნდა გაეკეთებინა მედლების შეფასებასთან დაკავშირებით, თუმცა შესაბამის პირებთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. etaloni.ge -სა და სამინისტროს წარმომადგენელთან ოქროსა და ვერცხლის მედლების საკითხთან დაკავშირებით ბოლო კომუნიკაცია 5 ოქტომბერს შედგა და როგორც გვითხრეს უწყება გარკვეულ დაზუსტებებს კიდევ ელოდება.

etaloni.ge -ის კითხვაზე, როდის შეიძლებოდა, ზუსტი ინფორმაცია მიგვეღო მედლებთან დაკავშირებით სამინისტროს წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ „ორშაბათს, დღის ბოლოს თუ დამიკავშირდებით ალბათ უკვე მეცოდინება საბოლოო პასუხი, სრულიად ვიბარებთ თუ არა მედლებს. ახლა ნაწილობრივ ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ არის რაღაც დაზუსტებები რასაც ველოდებით და ჩავიბარებთ“. თუმცა, აღნიშნული პასუხის შემდგომ ჩვენი ზარებისთვის აღარ უპასუხიათ. შესაბამისად, დღემდე გაურკვეველია როდის დარიგდება მედლები.

ასეთივე გაურკვეველია 2017-2018 სასწავლო წელს სკოლადამთავრებული მედალოსანი მოსწავლეების საკითხიც.

არადა, სამინისტროს წინა განცხადებებით, 2016-2017 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულებისთვის მედლები 2018 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა დაერიგებინათ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება