სიახლეები
სიახლეები

საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება
06-01-2017
-
+


თემა: სკოლის მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება და სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს აგრძელებს საჯარო სკოლის დირექტორთა კონფერენციაზე მომხსენებელთა რეგისტრაციას.

სამდღიანი კონფერენცია 2017 წლის აპრილში ჩატარდება და მიზნად ისახავს სკოლის მართვის და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

კონფერენცია კიდევ ერთი საშუალებაა სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისათვის. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გააცნონ და გაუზიარონ საკუთარი მიღწევები კოლეგებსა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებას. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

კონფერენციაზე მომხსენებლობის მსურველებმა 2016 წლის 1 დეკემბრიდან - 15 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმადა გამოაგზავნონ მოთხოვნილი ფორმების დაცვით შესრულებული აბსტრაქტი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: laacademyconference@gmail.com

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება