განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი რიგგარაშე მობილობას აცხადებს, შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის, შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის, შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემიის - SBA სტუდენტებისთვის.
აგრეთვე, რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების მიზნით, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომლებიც სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეს.
რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანების შესაბამისად).
მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილივაკანტური ადგილები.
მობილობის მსურველმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები 2018 წლის 17 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით.
სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით შეკითხვებისთვის სტუდენტებს შეუძლიათ დაუკავშირდენენ ცენტრს ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220 (*3599), ან ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge
ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა N1.
შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე. შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე. შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემიის - SBA-ის, შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე.