სიახლეები
სკოლები

თბილისის N72 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
12-10-2018
-
+


მასწავლებლის დღე და ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლუდმილა ურეკაძის გაცილება თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღნიშნეს. 

სკოლის დირექტორის, მანანა კიკაჩეიშვილის თაოსნობით, მოწვეულმა სტუმრებმა და მომღერლებმა: ლაშა ღლონტმა, გურამ ქავთარაძემ და ირაკლი შეწირულმა, პედაგოგებს კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო აჩუქეს.  

როგორც სკოლის დირექციის წარმომადგენელი აცხადებს, მომღერალმა ლაშა ღლონტმა, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შეძლო და სკოლას ესტუმრა:

„ამით დააფასა პედაგოგთა შრომა და თავისი სიმღერებით მასწავლებლებს საღამო გაულამაზა“. - აღნიშნავს წარმომადგენელი. 

სკოლის მასწავლებლებმა მათ მიერ დადგმული სპექტაკლის - „ბერნარდა ალბას სახლის“ ფრაგმენტები წარმოადგინეს, ლაშა ღლონტთან ერთად კი არაჩვეულებრივი ქართული სიმღერები ცოცხლად შეასრულეს. 

სკოლამ ღვაწლმოსილი პედაგოგ ლუდმილა ურეკაძესთან და მის ყოფილ მოსწავლეებთან ინტერვიუც ჩაწერა. ინტერვიუში პედაგოგი სკოლაში მისი 45 წლიანი მოღვაწეობის შესახებ საუბრობს და ცხოვრებიდან ძვირფას პერიოდს იგონებს. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ლუდმილას აღზრდილები დღემდე მთელი მსოფლიოდან უკავშირდებიან და მის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ.

სკოლის დირექციის განცხადებით, მასწავლებლობა დღეს სწორედ რომ ერისკაცობა და გმირობაა, მით უფრო საქართველოში, სადაც ახალმა თაობებმა ღირსეული მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, 72-ე საჯარო სკოლაში მთავარი ფიგურა ბავშვია. ხშირად იგეგმება და ტარდება მოსწავლესა და მის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტები, ღონისძიებები, კონკურსები... შედეგად, სკოლა მადლიერების წერილებსაც იღებს. ერთ-ერთი წერილი შარშანდელ კურსდამთავრებულს, თიკო ჯოხაძეს ეკუთვნის, რომელმაც სკოლა საოცრად თბილი, გულწრფელი და სიყვარულით სავსე სიტყვებით დაახასიათა:

„საბედნიეროდ, შევიცვალე სკოლა და უთბილეს გარემოსა და საუკეთესო ხალხის გარემოცვაში მოვხვდი. ჩემს უსაყვარლეს სკოლაში თავი ცუდად არასოდეს მიგვრძნია. არ ვიცი ეს როგორ მოხდა. ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ საუკეთესო კლასსა და საუკეთესო მასწავლებლების ხელში მოვხვდი. ერთი წელი გავატარე ამ სკოლაში, მაგრამ ამ მოკლე ხანში დიდი სიყვარული ვისწავლე: მასწავლებლების, სკოლის, კლასელების მიმართ და ეს ყველაფერი იმ გარემოს დამსახურებაა, რომელიც ჩემს სკოლაში იყო. თბილისის 72-ე საჯარო სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვს შეუძლია ისწავლოს არა მარტო საგნები, არამედ - ადამიანობაც. აქ ყველას უყვარხარ, რადგან მათ იციან სიყვარული. მათში არ არის ბოღმა და სიძულვილი. ისინი მართლაც საუკეთესოები არიან“.

კვლავ მასწავლებლის დღეს და ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლუდმილა ურეკაძის გაცილებას დავუბრუნდეთ, რომელიც სკოლამ საზეიმოდ აღნიშნა. სკოლის დირექტორმა, მანანა კიკაჩეიშვილმა მასწავლებელს დამსახურებული მადლობა გადაუხადა და ის მთელმა კოლექტივმა პენსიაზე ღირსეულად გააცილა.

ქალბატონმა ლუდმილამ აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი აღფრთოვანება ვერ დამალა: 

„ისეთი გაცილება მომიწყვეთ, გაოგნებული ვარ. ერთი 45 კი არა, სამი 45 წელი უნდა მემუშავა, რომ ასეთი დაფასება დამემსახურებინა, ამდენი სითბო და სიყვარული მიმეღო. ასეთი ტრადიცია, ვგონებ, არცერთ სკოლას არა აქვს. დიდი მადლობა ამისათვის“. 

და ბოლოს, საპატიო დაფაზე - „ქედს ვიხრით თქვენი პედაგოგიური ღვაწლის წინაშე“ - გაჩნდა მესამე გვარიც - ლუდმილა ურეკაძე.

საზეიმო ღონისძიებაზე გაიჟღერა მორის ფოცხიშვილის ლექსმა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს იმ სითბოსა და სიყვარულს, რომელსაც ყველა პედაგოგი იმსახურებს:

„მოდის საქართველო, ამაყი, ბრძენი,

რწმენის ცისარტყელა ჩანგივით ჟღერს.

თოვლივით თეთრი, ნათელი, წრფელი,

მასწავლებელი წინამძღვრობს ერს.

თენდება დილა, საიადონო,

ბოლო ეღება ლოდინს.

ქუდი მოიხადეთ, ბატონო ჩემო,

მასწავლებელი მოდის!“.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება