სიახლეები
სამასწავლებლო

დახეული ჯინსები, მაკიაჟი, დეკოლტე - რა იმიჯი ეკრძალებათ სკოლის მოსწავლეებს
12-10-2018
-
+


საქართველოს საჯარო სკოლებს სასკოლო ფორმების ვალდებულება კანონმდებლობით არ განესაზღვრებათ. 

თუმცა მოსწავლის გარეგნობასთან დაკავშირებით შინაგანაწესი აქვთ, რომელიც გარკვეულ აკრძალვებს მოიცავს. მაგალითად, მოსწავლის ქცევის კოდექსისა და სასკოლო შინაგანაწესის მიხედვით, მოსწავლე სკოლისთვის შესაფერისად უნდა გამოიყურებოდეს. თუ რას ნიშნავს ეს და რა შეზღუდვები ვრცელდება მოწაფეებთან დაკავშირებით, ამის შესახებ Etaloni.ge-ს სკოლის დირექტორები ესაუბრნენ. 

ჭელის საჯარო სკოლა, დირექტორი გია ჩიხრაძე:

ჩვენი სკოლა მაღალმთიან რეგიონშია, მოსწავლეები მხოლოდ მე-9 კლასის ჩათვლით გვყავს. შესაბამისად, მსგავსი შემთხვევა, რომ მაკიაჟით ან გამომწვევი სამოსით მოსულიყოს მოსწავლე,  არ გვქონია. ამას სკოლის შინაგანაწესიც არეგულირებს. 

მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის სამების საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ ბურჭულაძე:

გვაქვს სკოლის შინაგანაწესი, რომელიც მოსწავლეს მოუწოდებს, სკოლაში შესაფერისი ვიზუალით გამოცხადდეს. ასევე, გვსურს სასკოლო ფორმები შემოვიტანოთ. ჩვენ სკოლაში მოსწავლეებს მობილური ტელეფონი არ დააქვთ. არც ფრჩხილზე ლაქით დადიან. მაგალითად, თუ მოსწავლე ძალიან გამომწვევი სამოსით მოვა, საყურეებს გაიკეთებს, წითელ მანიკურს და ტუჩსაცხს წაისვამს, შენიშვნას მიიღებს. 

თბილისის  N145 საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ოსიყმიშვილი:

სკოლის შინაგანაწესი მოსწავლის ვიზუალს არეგულირებს. მას მოწაფეები სასწავლო წლის დასაწყისში ეცნობიან, სადაც აღნიშნულია, რომ შესაფერისი სამოსით უნდა გამოცხადდნენ. მოწაფეებმა იციან, რომ მაისურზე შეურაცხმყოფელი წარწერა, ვულგარული სურათი ან კარიკატურა არ უნდა ჰქონდეთ გამოსახული, არც მაკიაჟით არ უნდა იარონ. 

ზარზმის საჯარო სკოლა, დირექტორი ზაზა გავაშელი:

რა თქმა უნდა, მოსწავლის გარეგნობას სკოლის შინაგანაწესი აკონტროლებს. მოსწავლეს ისე უნდა ეცვას, რომ არ გამოიყენოს სამკაულები და მისი სამოსიც ნორმის ფარგლებში იყოს. დარღვევა არ გვქონია, კანონმორჩილილი მოსწავლეები გვყავს. 

სამთაწყაროს საჯარო სკოლა, დირექტორი ვარლამ თაგოშვილი:

მოსწავლეები ჩვენ სკოლაში შესაფერისი, ნორმალური ვიზუალით დადიან. მათი ჩაცმულობა გამომწევევი არ უნდა იყოს, მაგალითად, ელასტიკები არ უნდა ეცვათ, ფრჩხილზე ლაქი არ უნდა ესვათ, არც მაკიაჟი არ უნდა  გამოიყენონ. ბიჭებს წვერის გაპარსვას ვურჩევთ. დარღვევის შემთხვევაში შენიშვნა მიეცემათ. 

საბათლოს საჯარო სკოლა, დირექტორი გენადი ჩოვუშიანი:

სკოლის შინაგანაწესის მიხედვით, მოსწავლეს შესაფერისად უნდა ეცვას. ჩვენთან არც ყოფილა რამე დარღვევა ამ მხრივ. პატარა სოფელი და სკოლაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. მოწაფეს სამკაული, მაკიაჟი, ფრჩხილის ლაქი, თმის შეღებვა, დახეული ჯინსები ეკრძალება. 

ფიროსმანის საჯარო სკოლა, დირექტორი იოსებ ბიბინაძე:

ჩვენ სკოლაში მოსწავლის ფორმა არ გვაქვს, მაგრამ მოწაფეებს არც სრულ თავისუფლებას ვაძლევთ. შინაგანაწესი გვაქვს, სადაც მითითებულია, რომ მოსწავლისთვის შესაფერისი ფორმით უნდა გამოცხადდნენ. ეს გულისხმობს სამოსზე კარიკატურული გამოსახულებების, დაგლეჯილი ჯინსების, მაკიაჟის, სამკაულების აკრძალვას. ბიჭები კი წვერგაუპარსავები არ უნდა გამოცხადდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლე  შენიშვნას მიიღებს. განმეორების შემთხვევაში-მკაცრ შენიშვნას და ა.შ. 

ქვემო ქედის საჯარო სკოლა, დირექტორი ნათელა ბუთხუზი:

წელს ჩავწერეთ შინაგანაწესში, რომ ბავშვს მუხლსზემოთ დახეული ჯინსი არ ეცვას (მუხლსქვემოთ-დაშვებულია). ასევე, არ უნდა გამოცხადდეს სკოლაში შორტებით, ან ძალიან ღრმა დეკოლტით. მაკიაჟი, სამკაულები-მოსწავლისთვის შეუფერებელია. ბიჭებს წვერის გაპარსვას ვთხოვთ. 

რუსთავის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი გულთამზე შკუბულიანი:

დახეული ჯინსები, შორტები, ბრიჯები და შეურაცხმყოფელი წარწერები მაისურზე აკრძალულია. ასევე, გამომწვევი ჩაცმულობა. იურისტებთან მქონია ამაზე საუბარი და გვირჩიეს, რომ ჯობს დაკონკრეტება, ვიდრე - ზოგადი ფორმით საუბარი. მათ შორის აკრძალულია შეღებილი თმა, მაკიაჟი, სამკაული. ფრჩხილის ლაქი დაშვებულია. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება