მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გამოჩენილი იტალიელი პედაგოგის მარია მონტესორის 100 წელზე მეტი ხნის წინ შემოთავაზებული ბავშვებთან მუშაობის მეთოდიკა, დღემდე მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მონტესორის ბავშვის აღზრდის სისტემა ისე არის აგებული, რომ ბავშვი მისთვის კომფორტულ ფსიქოლოგიურ გარემოში ჰარმონიულად განვითარდეს.
მონტესორის სისტემა ყველაზე დიდი ყურადღებას სამიდან-ექვს წლამდე ასაკს უთმობს, რადგან, ცნობილი პედაგოგის აზრით, სწორეს ამ პერიოდში ისრუტავს ყველაზე კარგად ბავშვის გონება ახალ ცოდნასა და შთაბეჭდილებებს.
მონტესორის სწავლის მეთოდების გამოყენება სახლში - გარშემო მყოფი ნივთების საშუალებად გადაქცევით ან უკვე არსებული ბავშვის სათამაშოების ადაპტირებითაც შეიძლება.
etaloni.ge-მ მონტესორის სისტემის ხუთი მარტივ განმავითარებელ თამაშს გთავაზობთ, რომლითაც შეგიძლიათ ბავშვი სახლიდან გაუსვლელად დავაკავოთ.
„ჯადოსნური ტომარა“ (3-6 წელი)
ეს თამაში ყველა ბავშვს მოეწონება. აიღეთ პატარა ნაჭრის ტომარა და სხვადასხვა ფორმისა და ტექსტურის ნივთებით გაავსეთ, შემდეგ კი ბავშვს სთხოვეთ თვალები დახუჭოს, ნივთი ხელით გასინჯოს და შეეცადოს მის დასახელებას. ბავშვთან თამაშისთვის სასურველია ტომარაში ჩაალაგოთ ნივთები, რომლებიც მისთვის ნაცნობია (საყვარელი სათამაშოები ან საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლის გამოყენება თავად იცის).
უფროს ბავშვებს კი შესაძლებელია დავალება გაურთულოთ: ჩაალაგეთ ტომარაში, მაგალითად, გეომეტრიული ფიგურები ან ასოები მაგნიტიანი ანბანის ნაკრებიდან.
შეაქეთ ბავშვი წარმატებისთვის და არ დაგავიწყდეთ როლების გაცვლა.
„დალაგება“ (1,5 – 4 წელი)
სათამაშოებად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მარცვლეული, კოვზი, სინი, ქილები, ღრუბელი და ნიჩაბი. ბავშვს ძალიან მოეწონება კოვზით მარცვლეულის ერთი ქილიდან მეორეში გადატანა. სინზე კი შესაძლებელია ბრინჯის, ფეტვის ან წიწიბურის დაყრა. მობნეული მარცვლეული კი ბავშვმა ღრუბლისა და ნიჩბის საშუალებით უნდა მოაგროვოს.
ეს საქმიანობა არა მხოლოდ შესანიშნავად ავითარებს მოტორიკას, არამედ ასწავლის ბავშვს სიზუსტესა და დამოუკიდებლობას.
„ქსოვილები“ (2-5 წელი)
შეაგროვეთ პატარა ყუთში ან კალათაში სხვადასხვა ქსოვიების ნაგლეჯები (ბამბა, აბრეშუმი, შალი, ტყავი, ზამში). სთხოვეთ ბავშვს დახუჭული თვალებით მოძებნოს ერთნაირი ქსოვილები და ერთად დაალაგოს. როდესაც ბავშვი თვალებს გაახელს, იგი შეძლებს ნახოს სწორად დაალაგა თუ არა წყვილები.
გზადაგზა ბავშვის ყურადღება გაამახვილეთ სხვადასხვა ნაჭრის მახასიათებეზე: თხელი, რბილი, პრიალა, ბეწვიანი და ა.შ.
„კუბების კოშკი“ (1,5 -3 წელი)
მონტესორის სისტემაში ყველასთვის ნაცნობი ხის კუბები აქტივობისთვის საყვარელი მასალაა.
თამაშისთვის სხვადასხვა ზომის ნებისმიერი ხის კუბების ნაკრები გამოდგება. სთხოვეთ ბავშვს დეტალებისგან კოშკი ააგოს.
დაივიწყეთ პერფექციონიზმი: დაე თქვენი პატარას აგებული კოშკი იყოს „არასწორი“ და არათანაბარი.
„სიჩუმეში“
ეს თამაში ცელქი ბავშვების დედებს მოეწონებათ. ამ თამაშით ბავშვი თვითკონტროლს სწავლობს. სიჩუმეში ბავშვები ხმაურს და ხმას უსმენენ, რომელსაც ადრე ყურადღბას არ აქცევდნენ: საათის წიკწიკს, ჩიტების გალობას, წვიმის ხმას.
მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ ვარჯიშს სარგებელი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როდესაც ბავშვი მას ნებაყოფლობით ასრულებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...
საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ