სიახლეები
სიახლეები

პროფესიული განათლების პარალელურად სრული ზოგადი განათლების მიღება უკვე შესაძლებელია
13-10-2018
-
+


პროფესიული განათლების ფარგლებში სრული ზოგადი განათლების მიღება და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შესაძლებლობა 2019 წლიდან იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილება "პროფესიული განათლების შესახებ" კანონშია ასახული.

როგორც etaloni.ge - სთან საუბრისას პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ განაცხადა, კანონით უკვე დამტკიცებულია ცვლილება რომლის მიხედვითაც, პროფესიულის სტუდენტებს, რომლებსაც მხოლოდ 9 კლასის ატესტატი აქვთ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიულ განათლებასთან ერთად გაიარონ დამამთავრებელი კლასების სასწავლო პროგრამა, რაც მათ სრული ზოგადი განათლების ატესტატის აღების შესაძლებლობას და შემდგომ უკვე უმაღლესში ჩაბარების შანსს მისცემს.

„პირებს ვისაც აქვთ საბაზო განათლება, შეეძლებათ ჩაირიცხონ პროფესიულ პროგრამაზე, პარალელურად მიიღონ სრული ზოგადი განათლების ატესტატი, რადგან პროფესიულთან ერთად მე-10, მე-11, მე-12 კლასის სასწავლო პროგრამას  გაივლიან. ამის შემდგომ კი მიიღებენ დიპლომს რომელიც გათანაბრებული იქნება სრულ ზოგად განათლებასთან.  აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის დანერგვა იწყება 2019 წლის მაისიდან“, - განაცხადა წეროძემ.

etaloni.ge „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში გაკეთებულ შესაბამის ჩანაწერს უცვლელად გთავაზობთ.

„პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც 2019 წლის 1 მაისამდე ჩაირიცხნენ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლება აქვთ, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დაადასტურონ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ სტუდენტებზე გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჩაითვალოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებულ დოკუმენტად. სამინისტრო უფლებამოსილია დააფინანსოს ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

სამინისტრომ 2019 წლის 1 მაისიდან უზრუნველყოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა“.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება