მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2019 წელს განათლების სფერო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი პროექტს განიხილეს.
კაკურიძის ცნობით, საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში განათლების პროგრამების დაფინანსება დაახლოებით 123 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, გათვალისწინებული თანხები საკმარისი არ იყო, თუმცა, განათლების სისტემის რეფორმას შესაბამისი მოსამზადებელი პერიოდიც სჭირდება.
„შეიძლება არ იყოს საკმარისი. გვსურს, განათლება პრიორიტეტი იყოს და განათლების სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილება მივიღოთ. ამ შემთხვევაში, შეიძლება კიდევ უფრო მეტი თანხაა საჭირო, თუმცა დამეთანხმებით, რომ განათლების სისტემის რეფორმას მხოლოდ თანხა არ ჰყოფნის, ამას შესაბამისი მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება, რათა სახსრები უშედეგოდ არ დაიხარჯოს“, – განაცხადა კაკაურიძემ.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს დონორებთან, მათ შორის იმისთვის, რომ რეფორმის ძირითადი კონცეფცია და მიზნები სწორად ჩამოაყალიბოს.
„ალბათ, მომდევნო წლის დიდი ნაწილიც დაგვჭირდება, რომ სწორად ჩამოყალიბდეს ეს ყველაფერი. ვიცით, ინფრასტრუქტურა აუცილებლად საჭიროა და ინფრასტრუქტურის კუთხით მძიმე მდგომარეობაა სისტემაში, განსაკუთრებით ზოგადი განათლების მიმართულებით. აქ თანხა ჩვენ წელსაც გავზარდეთ და ვფიქრობთ, სხვა რესურსების ხარჯზეც მოხდეს დამატებით ზრდა, ნაცვლად 90 მილიონისა, უფრო მეტი მიიმართოს. გავივლით კონსულტაციებს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთანაც, განათლების სამინისტროსთანაც და ვნახავთ, რისი შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა კაკაურიძემ.
ამასთან, მან სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამისთვის გათვალისწინებულია დაახლოებით 12 მლნ ლარი, საპილოტე პროექტის დაწყება პირველ ეტაპზე 50 სკოლაში იგეგმება.
„ინოვაციების ნაწილში კი, მოგეხსენებათ, მსოფლიო ბანკიდან გვაქვს აღებული 40 მილიონი დოლარის ოდენობით რესურსი, რომელიც ინოვაციებზე უნდა მიიმართოს. ამ საკითხში აქტიურად ჩართულია განათლების სამინისტრო. აღნიშნული თანხა კი, დღემდე და ახლაც ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებშია. მსოფლიო ბანკთან აქტიურად მუშაობს, როგორც ეკონომიკის, ისე განათლების სამინისტროები და ამ რესურსის ფარგლებში დაგეგმილია დაიხვეწოს მიმართულებები, რაზედაც თანხა დაიხარჯება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს ანაზღაურება გაეზრდება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ილია იყო, არის და იქნება ერის საამაყო შვილი