სიახლეები
საინტერესო

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია: ვეძებდი ვაკის პარკის ისტორიის მასალებს და ვიპოვე დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ამ პარკში არასდროს დასრულდება
15-10-2018
-
+


მოქანდაკე ირაკლი ჟვანიამ ვაკის პარკის ისტორიის მასალების ძიებისას, დიდი სიყვარულის ამბავი აღმოაჩინა, რომელიც მისი თქმით, არასდროს დასრულდება.

ირაკლი ჟვანია ვაკის პარკის შადრევნის დამპროექტებელს, ნოდარ ჯობაძეს შეხვდა და სწორედ მისგან მოსმენილი სიყვარულის ისტორიის შესახებ დაწერა სოციალურ ქსელში. 

„...მალე რეაბილიტაცია დაიწყება, ვეძებდი ვაკის პარკის ისტორიის მასალებს და ვიპოვე დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ამ პარკში არასდროს დასრულდება... 

...გავიცანი კაცი, ვინც დააპროექტა დიდი შადრევანი 1955 წელს, ასევე აღმოვაჩინე იმათი ფოტოები, ვინც გააშენა ვაკის პარკი... პარკის არქიტექტორი იყო ქუჩუ დგებუაძე ( სამწუხაროდ ფოტო არ იძებნება არსად), გამწვანების პროექტის ავტორები ულამაზესი ქალბატონები ნელი ციციშვილი და მანანა კობერიძე, დიდი შადრევნის ავტორები კი ბატონი ნოდარ ჯობაძე და აწ გარდაცვლილი ვახტანგ აბრამიშვილი. სწორედ ბატონ ნოდართან მივედი სტუმრად... 

...წინასწარ შევთანხმდით შეხვედრაზე. ცოტათი აღელვებული მივდიოდი სახლში კაცთან, რომელმაც თბილისის ისტორიის ნაწილი შექმნა. ჩვენ ხომ ყველანი იმ დიდი შადრევნის გარშემო ვიღებდით ფოტოებს ჯერ კიდევ სულ პატარაობაში... როგორი ჭკვიანი და იუმორით სავსეა, რომ ნახოთ ეს კაცი... პარკზე მიყვებოდა... ჟორა გეგეშიძეზე... ლადო მესხიშვილზე... იმ დროზე... მაგრამ რამდენჯერაც დაიწყებდა საუბარს, მანანაზე მოყოლას აგრძელებდა... ისინი 1955 წელს დაქორწინდნენ, ახალგაზრდები, ნიჭიერები, ლამაზები, ნოდარ ჯობაძე და მანანა კობერიძე... ნოდარს ვაკის პარკში დიდი შადრევნის პროექტი დაევალა, ულამაზესი მანანა კი ნელისთან ჯგუფში დენდროლოგიის პროექტს აკეთებდა ამ პარკის...." იცი როგორი ეშხიანი იყო..." მეუბნება ბიძია ნოდარი და მხოლოდ თვალებში ეტყობა როგორ ტკივა მისი მანანა რომ აღარ ყავს. 63 წელი იყვნენ ერთად და წავიდა მანანა. თავიდან ძალიან გავბრაზდიო, მიყვება ძია ნოდარი, როგორ დამტოვაო... არ შემიძლია, ბატონობით ვერ მივმართავ. იმიტომ რომ უცებ ძალიან ახლობელი გახდა ეს კაცი. რომლისთვისაც სულ ერთია ის შადრევანიც და ის პარკიც, სულ მანანა ენატრება და უხარია რომ მიყვება როგორი ლამაზი იყო მისი მანანა...

... დღესაც შინაგანად დიდი კაცია და განიცდის მის ულამაზეს მანანას... ეს ფოტო გადაღებულია 1955 წელს, ნოდარი შადრევანს რომ აშენებდა, მანანა კი ხეებს რგავდა იმ პარკში მაშინ... ნელი ციციშვილი იყო ძალიან ლამაზიო, ძია ნოდარი მიყვება, დედოფალივით ქალი ყოფილა... სულ ერთად იყვნენ ნელი და მანანა, სულ პარკში ტრიალებდნენ... 

ბევრი ვისაუბრეთ ამ არაჩვეულებრივ კაცთან სახლში, რომლის კედლებიც მისი ასევე არაჩვეულებრივი ნახატებითაა მოფენილი... რა კარგებია, ვუთხარი. და იმწუთას ერთ-ერთ ნახატთან მიმიყვანა, ეს "ქოლგები" უყვარდა მანანასო... 

ისევ მანანა, მუდამ მანანაა ამ კაცის სიცოცხლე და იქნება ასე სულ... 

დავპატიჟე პარკის საპროექტო ჯგუფში, გაუხარდა, მოვალ აუცილებლადო მითხრა...
რა პატარაა ეს ცხოვრება. სიყვარულისთვის თურმე 63 წელიც კი ძალიან ცოტაა. სულ ამაზე ვფიქრობდი როდესაც სურათებს ვათვალიერებდი... 

........ოდესმე თუ საშუალება მომეცემა, ვაკის პარკში აუცილებლად უნდა გავაკეთო ბროწეულების ხეივანი ჩემი ლიკასთვის ( მარიტასთვის) <3 ახლა კი დავამატებ ამასაც - დავრგავ ორ ლამაზ ხეს ერთმანეთის გვერდით და დავაწერ ნოდარის და მანანას სახელებს. 

ვიცი, გაუხარდება ეს ამბავი ძია ნოდარს, დიდი შადრევნის ავტორს. ამ პარკში ნოდარის და მანანას სიყვარული გაგრძელდება მუდამ, იმიტომ რომ სიყვარული არასოდეს არ მთავრდება იქ, სადაც შენი სული და გულია ჩაქსოვილი, ოდესაღ შენს გაშენებულ ვაკის პარკში...“-წერს ირაკლი ჟვანია.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება