მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტებისთვის გამოცხადებული გამარტივებული რიგგარეშე მობილობისთვის ვაკანტური ადგილები ოთხ უნივერსიტეტს აქვს გამოცხადებული.
მათ შორისაა, „გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“, უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია“ და ახალი უმაღლესი სასწავლებელი.
რაც შეეხება ვაკანტური ადგილების რაოდენობას ოთხ უნივერსიტეტში 752 ადგილია გამოცხადებული. უფრო კონკრეტულად ცალკეულ უნივერსიტეტშებში გამოცხადებული ვაკანტური ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება:
„გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“ – 170 ადგილი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის; 90 ადგილი - მაგისტრანტებისთვის;
უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია“ - 70 ადგილი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის;
ახალი უმაღლესი სასწავლებელი - 350 ადგილი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის;
ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი - 60 ადგილი ბაკალავრის სტუდენტებისთვის; 12 ადგილი - მაგისტრანტებისთვის.
Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა რიგგარაშე მობილობა გამოაცხადა: შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის, შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის, შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემიის - SBA სტუდენტებისთვის. აგრეთვე, რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების მიზნით, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომლებიც სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეს.
ხოლო, მობილობის მსურველმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები 2018 წლის 17 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც