სიახლეები
სიახლეები

მანდატურების გადამზადება ახალი სტანდარტებით იწყება - წლის ბოლომდე კი მანდატურები კიდევ 30 სკოლაში შევლენ
16-10-2018
-
+


2019 წლიდან მანდატურები 30 ახალ სკოლაში შევლენ. როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას მანდატურის სამსახურის წარმომადგენელემა განაცხადა, უწყება ამ ეტაპზე 75-მდე ახალი მანდატურის მიღებას და გადამზადებას გეგმავს, თუმცა, პროცესი ჯერ არ დაწყებულა. რაც შეეხება არსებულ მანდატურებს, მათ გადამზადებას სამსახური მომავალი წლიდან დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ მანდატურების გადამზადება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, მანდატურს უფლებამოსილება გაეზარდა. სწორედ ეს ცვლილებაა იმის მიზეზიც, რომ მანდატურებისთვის გადამზადების 3-კვირიანი კურსი 2 თვემდე გაიზარდა.

„ამ ეტაპზე ახალი მანდატურების მომზადებას ვიწყებთ, რადგან ახალ სკოლებში შევდივართ. ამასთან, 3-კვირიანი მოსამზადებელი კურის ორთვიანი გახდა. დაემატა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემა, როგორიც არის ძალადობა და ბულინგი, გადამისამართების პროცედურები და ა.შ.“, - განაცხადა მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს ხელმძღვანელმა, შორენა ზედგინიძემ.

მისივე თქმით, დღეისთვის  უწყებაში 1 300 მანდატური მუშაობს, რომლებიც 458 სკოლაში არიან გადანაწილებულნი. წლის ბოლოსთვის კი კიდევ 30 სკოლაში 75-მდე ახალი მანდატური შევა.

„გამოცხადებული გვქონდა კონკურსი. დაახლოებით, 2 კვირაა რაც მოვრჩით, ახლა მიმდინარობს გადარჩევის პროცესი, კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და შემდგომ საუკეთესოები გადამზადდებიან.  

წლის ბოლომდე ყველა ვარიანტში შევალთ ახალ სკოლებში ახალი მანდატურებით. რადგან გაფართოების გეგმაშიც ასე გვიზის მომავალი წლის დასაწყისში კი უკვე დავიწყებთ მოქმედი მანდატურების იმ თემებში გადამზადებას, რა თემებიც ახალი დაემატა ორთვიან კურსს“,- აცხადებს მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს ხელმძღვანელი.

მანდატურის მოსამზადებელი კურსის შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის გაწერილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და  შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივ ბრძანებაში. 

იხ. მანდატურის მოსამზადებელი კურსის კომპონენტები: ფიზიკური მომზადება, ზოგადი განათლების სისტემა, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენციები; საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები, მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები; მანდატურის როლი სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში, მანდატურის გარანტიები, უფლება-მოვალეობები და მათი განხორციელების წესი; ადამიანისა და მოსწავლეთა უფლებები, მოსწავლეთა ქცევის წესები და დისციპლინა სკოლაში; ბულინგი; სამოქალაქო თავდაცვა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკა; მანდატურის მიერ სამართალდარღვევაზე რეაგირების წესი, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა; ოჯახში ძალადობა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ჯანსაღი ცხოვრების წესი; პირველადი სამედიცინო დახმარება; ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებები; ანტისოციალური ქცევა მოზარდებში; კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და მათი მართვა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სპეციფიკა და ეფექტური კომუნიკაცია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება