სიახლეები
სიახლეები

სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის დახმარებით პროდუქტები შექმნან
09-01-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებითა და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით,  საქართველოში არსებული 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ”ფაბლაბი” მოეწყო.

ოფიციალური გახსნის ცერემონია თბილისში  პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ გაიმართა.

„ფაბლაბები“ ასევე გაიხსნა რეგიონებში (წალენჯიხა, მესტია, გურჯაანი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური) მდებარე პროფესიულ კოლეჯებში. აღნიშნული ლაბორატორიები გახდებიან საქართველოს ფაბლაბების ქსელის წევრები.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და სხვა. 

საერთო ჯამში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები, რომლის შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის - „ფაბლაბი” პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, პირველი ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა, რის შემდეგაც სააგენტომ თბილისის მერიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მასშტაბით  22 ლაბორატორიის ფორმირება მოახდინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს დაფინანსებით სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში 14 ფაბლაბის ერთდროულად გახსნა უპრეცედენტო შემთხვევაა მთლიანად რეგიონში. ამ ფაქტის შემდეგ საქართველო მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში,  ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილზე ინაცვლებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება