TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
16-10-2018
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღესასწაული ტრადიციულად აღინიშნება, თუმცა, ეს ზეიმი წელს განსაკუთრებული და გამორჩეული იყო. 

აღნიშნულის მიზეზი იმ ადამიანების სტუმრობა გახლდათ, რომლებმაც მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნეს და მრავალი ათეული წელი სწორედ ამ სკოლის ჭერქვეშ გაატარეს. ლიუდმილა ჩუტკიხი, გიორგი ახრახაძე, გუგული ჯანელიძე - ეს ის ღვაწლმოსილი პედაგოგებია, რომელთა ხატებაც მრავალი თაობის სიყმაწვილის დღეებს ამკობს.

სკოლის პედაგოგიურ კოლექტივში, ახალგაზრდების მხარდამხარ, ქალბატონი ელვარა წულაია მომავალი თაობის აღზრდის საქმეს პროფესიული ერთგულებით ემსახურება. მას პედაგოგიური საქმიანობიდან 50 წელი შეუსრულდა. 

სკოლის დირექციის ცნობით, ამაღელვებელი იყო სხვადასხვა თაობის მასწავლებელთა შეხვედრა: „ბევრი თბილი სიტყვა ითქვა, დარბაზში ლექსის სტრიქონები და მუსიკის ჰანგები იღვრებოდა. პედაგოგებმა სამახსოვრო ფოტოსურათებიც გადაიღეს და  გულით მიძღვნილი საჩუქრებიც მადლობით მიიღეს“,-აღნიშნავენ სკოლაში.

მათივე ინფორმაციით, ამ დღის სითბო და სიხარული ზეიმის მონაწილეებს სულიერ საზრდოდ დიდხანს გაჰყვებათ.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება