მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ამჯერად ახმეტას სტუმრობს, სადაც ამ წუთებში ახმეტის კულტურის სახლში „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ღონისძიება მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში ახმეტის რაიონის ყველა სკოლიდან 68 რჩეული მოსწავლე მონაწილეობს.
ღონისძიებას ესწრებიან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - ზაზა მიგრიაული, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი - დავით შაშიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი - ფიქრია (ოლია) ხოხობაშვილი და ახმეტის რესურსცენტრის უფროსი - მანანა ნადიბაიძე.
ღონისძიების დაწყებამდე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და რესურსცენტრის უფროსი დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ. მადლობა გადაუხადეს პროექტის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს და მონაწილეებს მეორე ტურში გადასვლა მიულოცეს და გაამხნევეს.
ახმეტის რაიონს განსაკუთრებულად ემოციური გულშემატკივარი ჰყავს, უამრავი მოსწავლე, თანატოლებს სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული პლაკატებით დარბაზიდან ამხნევებენ. ღონისძინების მიმდინარეობისას წამყვანის თხოვნით რამდენიმე მათგანი სცენაზე ავიდა და კონკურსანტების მსგავსად სცადეთ კითხვებზე პასუხი გაეცათ.
კონკურსის დაწყებამდე 2017-2018 სასწავლო წლის ახმეტის ეტალონი მოსწავლე მარიამ მარგოშვილი „ეტალონის ოქროს ფონდის“ წევრი გახდა და დიპლომი გადაეცა. მის მშობლიურ დუისის საჯარო სკოლასა და დირექტორს ლილი სვიაკაურს ოქროს დიპლომი, ეტალონი-მოსწავლის აღზრდისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი