სიახლეები
რჩევები

სკოლის მოსწავლის ოთახი ფენ-შუის მიხედვით: როგორ დავეხმაროთ ბავშვს კარგად სწავლაში
17-10-2018
-
+


სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი საყვარელი სერიალის სანახავად არ ჯდება, კომპიუტერთან მრავალსაათიან შესვენებას არ იწყობს და სადილობის შემდეგ საშინაო დავალების შესრულებას იწყებს. ფიქრობთ ეს ფანტასტიკის სფეროდანაა? ეს რეალობაა, რომლის „შექმნა“ ფენ-შუის დახმარებით არის შესაძლებელი. 

აღმოსავლური სწავლების ფენ-შუის ოსტატები მარტივ წესებს გვთავაზობენ, რომელთა დახმარებით, მათი თქმით, შესაძლებელია მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ სახლის ნებისმიერი ზონის, მათ შორის სწავლისთვის გამკუთვნილი სივრცის ატმოსფერო და ენერგეტიკა.

ფენ-შუის ძირითადი კანონებია სისუფთავე, კარგი განათება და შენობაში სუფთა ჰაერი. ავეჯითა და ზედმეტი საგნებით გადატვირთვა კი ენერგიას აფერხებს.

სკოლის მოსწავლის ოთახის ფენ-შუის მიხედვით მოწყობის ერთ-ერთი მთავარი წესია ავეჯის სწორი განლაგება.
  • ბავშვის თავს ზემოთ არ უნდა იყოს განთავსებული წიგნის თაროები და სხვა დაკიდებული მძიმე ნივთები. 
  • უკეთესია საწერი მაგიდა შესასვლელი კარიდან ყველაზე ახლო ზონაში განათავსოთ - ეს საძინებლის ყველაზე აქტიური ზონაა. ასევე შეეცადეთ მაგიდა დადგათ ისე, რომ უკან კედელი იყოს. 
  • ასევე მნიშვნელოვანია, რომ საწერ მაგიდასთან მჯდომი ბავშვის ზურგს უკან, არ იყოს კარი ან ფანჯარა. 

  • არ დადგათ მაგიდა კარსა და ფანჯარას შორის, რადგან ასეთ სივრცეში ბავშვის ერთ ადგილზე დასმა გაგიჭირდებათ. იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ მაგიდის სხვა ადგილზე დადგმის საშუალება, მაშინ ფანჯრის რაფაზე ოთახის ყვავილები განათავსეთ, შესასვლელ კარზე კი ზანზალაკები დაკიდეთ.
  • სკოლის მოსწავლისთვის სკამი და მაგიდა მკვეთრი კუთხეების გარეშე შეარჩიეთ.
  • ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ ავეჯს არ ჰქონდეს ლითონის დეკორი. ჭანჭიკებსა და ხრახნებსაც კი უკეთესია თუ პლასტსმასის საფრით დაფარავთ.  
  • მნიშვნელოვანია ავეჯის ფერის შერჩევა. ამასთან, სასურველია თუ ბავშვის აზრსაც გავითვალისწინებთ. რადგან პირადი კომფორტისა და შინაგანი ჰარმონიის შეგრძნება ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არც ბავშვია გამონაკლისი. 
  • ოთახის საერთო ფერი კი სასურველია პასტელურ ფერებში იყოს. თუ ბავშვი ჰიპერაქტიულია, მაშინ მას ცივი ფერები მოეწონება. თუ ძალიან მშვიდი და პასიურია, მაშინ ინტერიერში რამდენიმე მკვეთრი ფერის დამატება შეიძლება. მაგალითად, პანორამული სურათების სახით.
  • ოთახში არ უნდა იყოს აგრესიის გამომხატველი დეკორატიული ნივთები. ეს ეხება არა მხოლოდ სასტიკი სცენების ამსახველ სურათებს, არამედ ბასრკუთხეებიან ნივთებს.

  • სწავლისთვის განკუთვნილი ყველა ნივთი ბავშვის გაწვდილი ხელის დონეზე უნდა განთავდეს. არ შეაწყოთ სახელმძღვანელოები ოთახის მერე ნაწილში მდგარ კარადაში, ბავშვის ოთახი ზონებად უნდა იყოს დაყოფილი და იქ სადაც ბავშვი ჩვეულებრივ თამაშობს არ ღირს სასკოლო ნივთების დალაგება.  
  • საბავშვო ოთახში არ უნდა იყოს ბნელი. ასევე იზრუნეთ კარგ გვერდით განათებაზე. ყველაზე კარგია სანათი მრგვალი თეთრი პლაფონით - ის დაეხმარება ბავშვს უკეთ კონცენტრირდეს.  

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით

ერთმანეთ ეჯიბრებოდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები

გაკვეთილზე განიზილეს ქიმიური პროცესები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება