სიახლეები
სიახლეები

14 წელიწადში 11 მინისტრი - რა რეფორმები გატარდა განათლების სისტემაში
18-10-2018
-
+


განათლების სამინისტრო ერთ-ერთია იმ უწყებებს შორის, რომლის ხელმძღვანელებიც ხშირად იცვლებიან. უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში უწყებამ 10 მინისტრი შეიცვალა და წელს მე-11 მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი დაინიშნა.

როგორ ვითარდებოდა განათლების სისტემა, რა ძირითადი ცვლილებები განიცადა 14 წლის განმავლობაში და რომელმა მინისტრმა რა წვლილი შეიტანა ამ პროცესში? - აღნიშნულ კითხვებზე პასუხს etaloni.ge „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ხელმძღვანელის, შალვა ტაბატაძის დახმარებით გთავაზობთ და „ვარდების რევოლუციიდან“ ანუ 2003 წლიდან დღევანდელ დღემდე განათლების მინისტრების მიერ გატარებული რეფორმებს წარმოგიდგენთ.

მინისტრები, მოღვაწეობის პერიოდები და მათ მიერ განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები:

ალექსანდრე ლომაია (2004-2007 წ.წ.)

- ერთიანი ეროვნული გამოცდები, ეროვნული სასწავლო გეგმა და პრაქტიკულად ყველა ის რეფორმა, რომელიც ალექსადრე ლომაიამ განახორციელა, რეალურად, 2000 წელს მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. მსოფლიო ბანკის 60-მილიონიანი პროგრამა 2000 წლიდან 2012 წლამდე პერიოდს მოიცავდა. თუმცა, 2003 წლამდე ამ რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება არ არსებობდა.

ლომაიას სახელს უკავშირდება სახელმძღვანელოების პილოტირება და კერძო გამომცემლობების წახალისება ამ პროცესში; ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება; უმაღლესი სასწავლებლების ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის პროცესი; ხარისხს განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და ამ მიმართულებით დეცენტრალიზაციის საკითხების წინ წამოწევა. ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის პროცესში ჩართვა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა.

მაია მიმინოშვილი (2007-2008 წ.წ.)

- მისი მინისტრობა ძალიან ხანმოკლე იყო და სულ 2 თვე გაგრძელდა. ეს იყო პერიოდი, როცა კახა ლომაიას შემდგომ პარლამეტში ბელა წითურიას კანდიდატურა წარადგინეს, რომელიც დაიბლოკა მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ. სწორედ ამ პერიოდში დაინიშნა მაია მიმინოშვილი, რომელიც პრინციპში არც მალავდა, რომ დროებით მოსული მინისტრი იყო.

გიორგი ნოდია (2008 წ.)

- ეს იყო მინისტრი, რომლის დროსაც გადაწყვეტილებებს მისი მოადგილეები იღებდნენ. მისი ერთ-ერთი მოადგილე კორუფციული სქემების გამო შემდგომში დააპატიმრეს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა ხედვები ჰქონდა, არ ჰქონია მათი რეალიზების საშუალება. როგორც განათლებისა და მეცნიერების ხელმძღვანელი, საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა.

ნოდიას დროს გაგრძელდა ალექსანდრე ლომაიას დროს დაწყებული ცვლილები. ამოქმედდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

ნიკა გვარამია (2008-2009 წ.წ.)

- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც მის დროს გატარდა, იყო უმაღლეს სასწავლებლებში კვოტირების სისტემა ეროვნული უმცირესობებისთვის. ეს იყო გვარამიას მინისტრობის პერიოდში ერთ-ერთი პოზიტიური ნაბიჯი. ზოგადად, გვარამიას დროს სისტემა ბევრად უფრო გახსნილი და ღია იყო კონსულტაციებისთვის სხვადასხვა ადამიანებთან და ორგანიზაციებთან, რაც შაშკინის პერიოდში უკვე შეუძლებელი იყო.

დიმიტრი შაშკინი (2009-2012 წ.წ.)

- შაშკინს უკავშირდება სისტემის მაქსიმალური დეცენტრალიზება, მანდატურის ინსტიტუტის შექმნა, ასევე მასწავლებელთა სახლის შექმნა. იმ პერიოდში სწორედ მასწავლებლის სახლი გახდა ერთ-ერთი ძირითადი პროვაიდერი და მან მთლიანად აიღო ხელში მასწავლებელთა განვითარების სისტემა.

შაშკინის პერიოდს უკავშირდება 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა, ახალი სახელმძღვანელოების შემოღება, რომელმაც საკმაოდ დიდ პრობლემები გამოიწვა, მათ შორის კორუფციული სქემების ამუშავების მცდელობა, რის გამოც ერთ-ერთი გამომცემელი დაკავებულიც კი იყო.

შაშკინს უკავშირდება გამომცემლობებისთვის ინტელექტუალური საკუთრების ინიციატივის ინიცირება, რომელიც მას არ განუხორციელებია, თუმცა, შემდგომ ეს მარგველაშვილმა ეფექტურად გამოიყენა. მისსავე დროს დაიწყო ინგლისური ენის მასწავლებლების ჩამოყვანა სკოლებში.

შაშკინმა გამოსცა ე.წ. 137-ე ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც სკოლები განახორციელებდნენ, განათლების და მეციერების სამინისტროსთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ეს ბრძანება დღემდე არ გაუქმებულა.

ხატია დეკანოიძე (2012 წ.)

- მის დროს კონკრეტული რეფორმა არ გატარებულა. დეკანოიძის მინისტრობა მოკლე პერიოდს მოიცავდა და პრაქტიკულად არავითარი ცვლილება არ გაუტარებია.

გიორგი მარგველაშვილი (2012-2013 წ.წ)

- მარგველაშვილს ორი ძირითადი ცვლილება უკავშირდება. ეს არის ორი პოპულისტური ნაბიჯი, რომლის უარყოფით შედეგებს დღესაც ვხედავთ. პირველი - უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, რომელმაც მთლიანად დაანგრია, როგორც სახელმძღვანელოების, ისე გამომცემლობების განვითარების პერსპექტივა საქართველოში. ის, რომ სახელმძღვანელოები ხარისხის თვალსაზრისით ვერ ვითარდება, სწორედ მისი დამსახურებაა. ასევე ის, რომ ამ სასკოლო სახელმძღვანელოების რეფორმის შემოტანის შედეგად არაქართულენოვანი მოსწავლეები სწავლობდნენ ძველი ეროვნული სასწავლო გეგმის სახელმძღვანელოებით.

მეორე - უფასო ფაკულტეტების პროგრამის შემოღება, რომლის მიზანიც კარგი იყო, მაგრამ განხორციელების შემდგომ, ანუ შერჩეული ფაკულტეტები და მასზე სწავლება არამიზანშეწონილი იყო. ეს იყო დამატებითი ხარჯები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმისთვის გაედინებოდა, რომ უფასო პროგრამებს, რომლებიც ქართულ დასაქმების ბაზარზე მიბმულნი არ იყვნენ ახალი უმუშევრები მოემზადებინათ.

მისი რეფორმის შედეგი იყო ისიც, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც 2016-2021 წლებში უნდა ყოფილიყო, ანუ ახალი სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები 2016 წლიდან უნდა გვქონოდა, მაგრამ პროცესმა 2018 წლამდე გადაიწია.

თამარ სანიკიძე (2013-2016 წ.წ)

- ამ პერიოდში დაიწყო სკოლამდელი განათლების კანონის მიღება; მასწავლებლის სქემაში ცვლილებები, როდესაც  მასწავლებლის პროფესიის განვითარების თვალსაზრისით, ახალი თემა შემოვიდა და ნაცვლად არასერტიფიცრებული მასწავლებლის ჩანაცვლებისა, დაიწყო მასწავლებლების შენარჩუნების პროცესი. გარკვეულ პერიოდში პროფესიულ განათლებასა და ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობაც დაიწყო სანიკიძემ, რომელიც შემდგომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში გააგრძელა და ამ თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზეც გადადგა.

ალექსანდრე ჯეჯელავა (2016-2017 წ.წ)

- მან ხალხს თავი „ვაშლების რეფორმით“ დაამახსოვრა. მისი მინისტრობის პერიოდში მოხდა მასწავლებლის სქემაში ცვლილებების შეტანა, რის შედეგადაც მასწავლებლების გამოცდაზე მინიმალური ზღვარი გააუქმა და პირდაპირ ვიტყვი, მან არაკვალიფიციური მასწავლებლების კეთილდღეობის შენარჩუნებაზე იზრუნა. სწორად მისი დამსახურებაა, რომ სისტემაში დარჩნენ ის მასწავლებლები, რომელებიც სქემის ფარგლებში ვერ აკმაყოფილებდნენ თავის კვალიფიკაციას.

მიხეილ ჩხენკელი (2017-2018 წ.წ)

- ჩხენკელმა რეფორმები ვერ მოასწრო. მის სახელს უკავშირდება გრიფირების პროცესში მეორე დონის კომისიის შექმნა, რომელმაც დიდი გაუგებრობა გამოიწვია სახელმძღვანელოების შემუშავებისას. სხვა ღირებული ცვლილებები მას არ გაუტარებია. მიუხედავად იმისა, რომ მის დროს მანდატურებთან დაკავშირებით ცვლილებები განხორციელდა, ჩხენკელს ამ კანონის მიღებას ვერ მივაწერთ, რადგან ეს იყო გამოძახილი არსებული სიტუაციიდან და არა მინისტრის ხედვა სკოლების უსაფრთხო გარემოს შექმნის შესახებ.

მიხეილ ბატიაშვილი

- 2018 წელს დანიშნულმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემაში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ სტრატეგია თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე წარადგინა, თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული რეფორმები არ გატარებულა. ცვლილებები, რომლიც ამ ეტაპზე ვიხილეთ, მხოლოდ საკადრო იყო. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება