მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის, გრიგოლიშის საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელმა აზა ლემონჯარიამ ანბანის სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო გაკვეთილი - „შეხვედრა ანბანთან“ ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. პირველკლასელებმა ანბანზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და დახატეს.
„მოსწავლეები გაფაციცებით უსმენდნენ მასწავლებელს და ყოველი ახალი აქტივობების შემდეგ უფრო აქტიურები ხდებოდნენ. წაიკითხეს ლექსები ანბანზე, იაზე, იმღერეს, დახატეს და ასე ეტაპ- ეტაპ შეაბიჯეს ანბანის უჩვეულო სამყაროში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აზა ლემონჯარიას თქმით, პირველკლასელები სკოლის პირველივე დღიდან ასე წარმატებით რომ ართმევენ აქტივობებს თავს, დიდი წვლილი გრიგოლიშის საბავშვო ბაღის აღმზრდელებს მიუძღვით.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თეონა ქურდიანი ხელმძღვანელობდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას