მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის ოთხი მოსწავლე საავადმყოფოში იმყოფება. როგორც სკოლის დირექტორი ნანა კენჭოშვილი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მოსწავლეები სპორტის გაკვეთილის შემდგომ თავის ტკივილსა და გულისრევის შეგრძნებას უჩიოდნენ, რის შედეგადაც ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსწავლეების ინტოქსიკაცია გაზის გაჟონვა ან წყლის მოწამვლამ გამოიწვია, სკოლის დირექტორი უარყოფს და აცხადებს, რომ ექიმის დასკვნით მოსწავლეების ანალიზებში არც ბაქტერიული მოწამვლა ფიქსირდება, არც საკვების, არც გაზის და არც წყლის.
„4 მეხუთეკლასელი ბავშვი იყო შედარებით შეუძლოდ, აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება.
სპორტის გაკვეთილის შემდგომ მათ დიდი რაოდენობით წყალი დალიეს, თუმცა, ამის შემდგომ ჩატარდა კვლევა, როგორც გაზის გაჟონვაზე ისე წყალზე.
გაზის გაჟონვა არ ყოფილა, ასე წყლის მოწამვლის ფაქტი არ დადასტურდა და ველოდებით ექიმს, რომელიც დადებს დასკვნას, რის გამო გახდნენ ბავშვები შეუძლოდ. პირველადი დასკვნა ექიმისგან ის გვაქვს, რომ ბავშვების ანალიზებში არც ბაქტერიული მოწამვლა ფიქსირდება არც საკვების, არც გაზის და არც წყლის.
ამ ეტაპზე ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. მშობლებთან ერთად კლინიკაში მათი დამრიგებელიც იმყოფება და საავადმყოფოდან სავარაუდოდ დღის ბოლოს გაეწერებიან“, - განაცხადა ნანა კენჭოშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა