სიახლეები
საინტერესო

ფრანკფურტში - იქ, სადაც ყველგან საქართველოა
19-10-2018
-
+


წელს ფრანკფურტის რიგით 70-ე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა. ეს სტატუსი საქართველომ 2014 წელს, დიდხნიანი მუშაობის შედეგად მოიპოვა. წიგნის ბაზრობა 9-14 ოქტომბერს გაიმართა და საქართველომ მსოფლიოს ქართული პროგრამა წარმოუდგინა კონცეფციით - Georgia Made by Characters („ანბანით მოთხრობილი საქართველო“). 

სტატუსის „ფესტივალის საპატიო სტუმარი“ მოპოვება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ჩვენმა მხარემ ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლო და მიაღწია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პლატფორმამდე. ფრანკფურტის კვირეულზე საქართველო 72 ავტორმა წარმოადგინა. სხვადასხვა შეფასებით, სტუმარი ქვეყნის სტატუსმა საქართველოს ჯერ არნახული წარმატება მოუტანა - გამოიფინა უცხოეთში გამოცემული ასეულობით წიგნი და ახალი პუბლიკაციები, გერმანულად ითარგმნა ქართველი მწერლების ნამუშევრები, ქართველი ავტორები შეხვდნენ გამომცემლობების წარმომადგენლებს, მკითხველებს და ერთი კვირით ფრანკფურტი მთლიანად საქართველომ მოიცვა. 

რა არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და რას ნიშნავს საპატიო სტუმრის სტატუსი? 

500-წლიანი ისტორიის მქონე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათი ათასობით გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი, მწერალი და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ექსპერტი მონაწილეობს და წარმოადგენს ასი ათასობით დასახელების წიგნს. ბაზრობას ყოველწლიურად დაახლოებით 400 000-მდე უცხოელი დამთვალიერებელი სტუმრობს. 

1988 წელს ბაზრობაზე იტალიის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენამ საპატიო სტუმარი ქვეყნის (Guest of Honour Country) კონცეფციის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი - ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ ქვეყანას მთელი წლის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, წარმოადგინოს მთელი თავისი ინტელექტუალური რესურსი (ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა, ფერწერა, კინო, ფოლკლორი, სამზარეულო და სხვ.). გერმანია მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდ საკონცერტო დარბაზებში, გალერეებში, კინოთეატრებსა თუ თეატრებში, ლიტერატურულ სალონებსა და ბიბლიოთეკებში მასპინძლობს სტუმარი ქვეყნის მიერ, წინასწარ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას. 

ქართველი გამომცემლობები ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში 90-იანი წლების მიწურულიდან მონაწილეობენ, თუმცა მასშტაბური ეროვნული სტენდით საქართველო ფრანკფურტის ბაზრობაზე 2008 წლიდანაა წარმოდგენილი.  

რა ხდებოდა ფრანკფურტში? 

„არსებობს დავიწყებული კულტურები, ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც, მაგალითად, სჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის. მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე. ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და ამაზე ორი სიტყვის თქმა შეგიძლია“ - ამ სიტყვებით დაიწყო აკა მორჩილაძემ თავისი გამოსვლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნით ცერემონიალზე. მწერალმა უძველეს ქართულ კულტურაზე, ლიტერატურაზე, ანბანზე, ქართველ მწერლებსა და მწერლობის როლზე ისაუბრა. 

ასევე, პავილიონის გახსნის ცერემონიალზე ერთ-ერთი მთავარი სიტყვა ერგო გერმანულენოვან ქართველ მწერალს, ნინო ხარატიშვილს. მის სიტყვამ მკაფიოდ აღწერა ჩვენი თანამედროვე ყოფა, ევროპისკენ სწრაფვა, მცოცავი ოკუპაცია, ლიტერატურის მნიშვნელობა და დანიშნულება.

წიგნის ბაზრობაზე ქართული პავილიონი 1800 კვადრატულ მეტრზე იყო განთავსებული და ქართული კულტურის ელემენტებით და სპეციალურად ამ პავილიონისთვის შექმნილი ქართული შრიფტით იყო მორთული. პავილიონი შვიდ სივრცედ იყოფოდა: მთავარი სცენა (ხევსურული ორნამენტებით მორთული), მცირე სცენა, კაფე, სადაც მსურველებს ქართული კერძების დაგემოვნება შეეძლოთ, წიგნების ზონა და ბავშვებისთვის გამოყოფილი ადგილი, ფოტოგრაფიის ოთახი (თბილისის ფოტოების გამოფენა), ტიპოგრაფი და აუდიო ოთახი, სადაც სტუმრები ქართული ანბანის ჟღერადობას ისმენდნენ. 

„ლურჯი სავარძელი“, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, ქართველმა მწერლებმაც დაიკავეს. ლაშა ბუღაძე, ნინო ხარატიშვილი, ნანა ექვთიმიშვილი და აკა მორჩილაძე ამ პლატფორმზე ხვდებოდნენ მათ მოსასმენად მოსულ ხალხს. 

12 ოქტომბერს ფრანკფურტიის მერიის ისტორიულ დარბაზში პრემია „საბას“ დაჯილდოებაც გაიმართა. პოეტმა ეკა ქევანიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიის გამარჯვებულებს ეს ჯილდო განსაკუთრებულად დაამახსოვრებოდათ, ისევე როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. 

წიგნის ბაზრობა 14 ოქტომბერს დაიხურა, მანამდე კი საქართველომ საპატიო სტუმრის სტატუსი ნორვეგიას გადასცა. 

                                                                   ასე დაემშვიდობა ფრანკფურტი საქართველოს

რას ამბობდნენ გერმანიაში ჩვენზე?

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას უამრავი მედიასაშუალება აშუქებდა. მათი განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, საქართველოსკენ იყო მიმართული. ბაზრობის გახსნამდე რამდენიმე გერმანულმა გამოცემამ და ონლაინ მედიამ საქართველოს შესახებ მცირე ექსკურსია მოუწყო გერმანელ მკითხველს. 

როგორი იყო მოლოდინი? - „საქართველო ფრანკფურტში თავის მრავალფეროვნებას წარმოგვიდგენს“, „ჩემი ევროპა - საქართველო, რომელიც იბრძვის თავისი მომავლისთვის“ - ამ და სხვა სტატიებში ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე, ბრძოლაზე, როლზე, მნიშვნელობაზე, დიდ მწერლებზე, პოეტებსა და მომავალზე იწერებოდა. „საქართველო - განსაკუთრებული სტუმარია“ - ეს სიტყვები კი სიმონე ბიულერს ეკუთვნის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე „საპატიო სტუმარი ქვეყნის“ პროგრამის ხელმძღვანელს. 

ბევრი დაიწერა და დაიბეჭდა არა მხოლოდ მედიაში, არამედ სოციალურ ქსელებშიც. „ქართველები შესანიშნავად წარსდგნენ“, „მათ წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას“, „მადლობა საუკეთესო პრეზენტაციებისთვის“ - გერმანელი მოსახლეობა საქართველოს კულტურისა და ლიტერატურის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის მადლობას უხდიდა. 

ბაზრობის დახურვის შემდეგ, გერმანელებმა ჩვენს მწერლებს დიდი კულტურის მქონე მწერლები უწოდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ მათ ჰყავდათ გოეთე, ბრეხტი, ჰაინე, მანი და ამ ლეგენდარული ლიტერატურის მკითხველმა ხალხმა ბესიკ ხარანაულს პოეზიის ლეგენდა შეარქვა. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ავტორებსა და მკითხველებს ერთი წლით დაემშვიდობა, ჩვენ კი გვახსოვდეს იოახიმ უნზელდი, გერმანელი გავლენიანი გამომცემელი, რომელმაც თამამად განაცხადა, რომ „ეს იყო საუკეთესო წიგნის ბაზრობა ფრანკფურტის ისტორიაში“. 

ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე ფრანკფურტო!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება