მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გამორჩეული სილამაზის მქონე ქართველი დიზაინერი მაკა ასათიანი, რომელიც უკვე წლებია საზღვარგარეთ მოღვაწეობს, პირად ცხოვრებაზე მედიასთან ბევრს არ საუბრობს, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ოჯახი მაინც მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
მაკას 3 ვაჟი ჰყავს. კახი და ლევანი - პირველი ქორწინებიდან, ბიჭების მამა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა. მესამე შვილი - კონსტანტინე კი მაკა ასათიანს ბიზნესმენ კოტე გოგელიასთან ჰყავს. წყილი ძირიდად დროს ევროპაში ატარებს.
ცნობილი დიზაინერის შვილები პოპულარულები არიან და მიუხედავად მათი ასაკისა, წარმატებულად ცხოვრობენ.
21 წლის ლევან ჟორდანია ფეხბურთელია. მან ფეხბურთში გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია. ის 2010 წლიდან ჰოლანდიაში ვარჯიშობს, ამჟამად კი ჰოლანდიის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს. მას დიდ საფეხბურთო კარიერას უწინასწარმეტყველებენ.
24 წლის კახი ჟორდანია კი ბიზნესმენია. ის რუსული ნავთობგადამამუშავებელი კომპანია „ოილ ენერჯი ჯგუფის“ მფლობელი და მმართველია. კახი ჰოლანდიის პირველ დივიზიონის მოასპარეზე გუნდის, „დენ ბოსხის“ აქციების 99,9 %-ს მფლობელია. ის დარწმუნებულია, რომ „დენ ბოსხის“ წარმატებები მისთვის საამაყო გახდება. კახი 2015 წელს ნანიკო კლდიაშვილიზე დაქორწინდა.
მაკა ასათიანი ამჟამად ესპანეთში უმცროს შვილთან, კონსტანტინესთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ჩოგბურთით არის გატაცებული და წყლის თხილამურებზე ოსტატურად დგას.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.