მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 3 პროგრამაზე/ქვეპროგრამაზე 2018 წლის 8 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა საერთოდ არ იქნა ათვისებული.
ამის შესახებ აუდიტის სამსახურის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი და აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე ამ პროგრამებისათვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად გამოყენება ეჭქვეშ დგება.
ნულოვანი ათვისების პროგრამებია:
ანგარიშის თანახმადვე, გარკვეული პროგრამები/ქვეპროგრამები ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, როგორც ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ, ასევე დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში.
მაგალითად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამაში - „ვისწავლოთ საქართველოში“ (32 04 02 08 01), რვა თვის მონაცემებით ათვისებულია მხოლოდ 75 ათასი ლარი, რაც ცხრა თვის დამტკიცებული გეგმის 3.6%-ს და წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული გეგმის (2,800 ათასი ლარი) 2.7%-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში (32 08 01). კერძოდ, რვა თვის მონაცემებით ათვისებულია ცხრა თვის დამტკიცებული და დაზუსტებული გეგმების, შესაბამისად 4.2% და 19.5%, ხოლო წლიური გეგმის (550 ათასი ლარი) მხოლოდ 3.2%.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც