მოსწავლეებმა მონაწილეობა დიდი ინტერესით მიიღეს და მეორე ტურში გადასვლის სურვილიც გამოთქვეს, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება. შედეგების მიხედვით, შემდეგ ღონისძიებაზე ქუთაისის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
ქუთაისის მერიის წარმომადგენელი მაყვალა ქობულაძე:ტესტირება 45 სკოლაში ჩატარდა, მათ შორის 37 საჯარო გახლდათ, 8 კი - კერძო. მონაწილეობა მე-8 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით მიიღეს. ტესტირებას სპეციალური წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. აღსანიშნავია უფროსკლასელთა მაქსიმალური ჩართულობა. მონაწილეობის სურვილი ბევრმა გამოთქვა, რაც „ეტალონის“ მიმართ სიყვარულზე მეტყველებს. დიახ, „ეტალონი“ ქუთაისს უყვარს. ის მოსწავლეების წახალისებასა და სწავლისადმი დაინტერესებას უწყობს ხელს. ნახევარფინალის შედეგად გამარჯვებული გამოვლინდება. აღსანიშნავია, სკოლები Izrune.ge-შიც დიდი ინტერესით არიან ჩართულნი.
ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი გიგა ცაბაძე:ტესტირებაში ყველა საჯარო სკოლა ჩაერთო. პროექტის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. მოსწავლეებიც მაღალ შედეგებს აჩვენებენ. მოლოდინი გვაქვს რომ ისინი მეორე ტურშიც ღირსეულად წარსდგებიან. პროექტს დადებითად ვაფასებთ. ის ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ქუთაისის N19 საჯარო სკოლა, დირექტორი ნატო კუხიანიძე:ტესტირებაში მოსწავლეები მოტივირებულად ჩაერთნენ. აღნიშნულმა ორგანიზებულ სიტუაციაში ჩაიარა. მეორე ტურში გადასულებს მხარს მხურვალედ დავუჭერთ. ამ პროექტით მოწაფეები ცოდნას იღრმავებენ.
ქუთაისის N19 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნანა კოხრეიძე:ტესტირებაში 38-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. დიდი ინტერესით ჩაერთნენ. პროცესმა ობიექტურად ჩაიარა. ეს პროექტი ბავშვებს თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარება, ამავდროულად, ამით საკუთარ ცოდნას ამოწმებენ. ეს პროექტი ყველას ძალიან უყვარს.
ქუთაისის N37 საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა კენჭოშვილი:ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და კარგი შედეგებიც აჩვენეს. პროექტი ძალიან კარგია და მასში ყველა დიდი ინტერესით არის ჩართული. მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით.
ქუთაისის N37 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მარი ჯოხაძე:ტესტირებამ კარგად ჩაიარა. შედეგებით ყველა კმაყოფილნი დავრჩით. მოსწავლეთა განწყობა მაღალი იყო. მეორე ტურში გადასულებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი ბავშვებისთვის ცოდნის გადამოწმებას და გაღრმავებას გულისხმობს.
ქუთაისის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი სალომე სარალიძე:არაჩვეულებრივი პროექტია. ერთ-ერთი საუკეთესო, რაც სკოლებში ხორციელდება. ბავშვები აქტიურად ჩართულები არიან. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან და აღნიშნულის მიმართ დიდ დაინტერესებას გამოხატავენ. შესაბამისად, პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა და მეორე ეტაპისთვის ვემზადებით.
ქუთაისის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ფატი არველაძე:ტესტირებამ ძალიან კარგად, აკადემიურ დონეზე ჩაიარა. მოსწავლეთა უმრავლესობამ მონაწილეობა მიიღო. მაღალი ქულებიც დაიწერა. შედეგებით კმაყოფილნი ვართ. მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით. ასეთი ღონისძიება ძალიან სასარგებლოა, რადგან მოსწავლეთა მოტივაციასა და განათლებას ზრდის.
ქუთაისის N3 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა ფუტკარაძე:„ეტალონთან“ მჭიდროდ ვთანამშროლობთ. მოსწავლეები ტესტირებაში აქტიურად ჩაერთნენ. 73 მონაწილე იყო პირველ ტურში. მაღალი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეები ამ პროექტით საკუთარ ცოდნას ამოწმებენ. ნებისმიერი აქტივობა, რაც სწავლას უკაშირდება, ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
ქუთაისის N3 საჯარო სკოლა, მარინა კუხალაშვილი:ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეებმა ინსტრუქცია სწორად გაიგეს. მერე ეტაპისთვისაც ვემზადებით. მოსწავლეებს გამარჯვება და ასევე, საკუთარი ცოდნის შემოწმება სურთ.
ქუთაისის N14 საჯარო სკოლა, დირექტორი ნონა ჩუბინიძე:პირველმა ეტაპმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვებმა გულდასმით იმუშავეს. შედეგებით კმაყოფილნი ვართ. პროექტი ძალიან კარგია, რადგან ყველა ხედავს საკუთარ შესაძლებლობებს და იმას, თუ სად სჭირდებათ ცოდნის გაუმჯობესება.
ქუთაისის N9 საჯარო სკოლა, დირექტორი სოფიო ქუთათელაძე:მოსწავლეებს „ეტალონი“ ძალიან მოსწონთ. მათმა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა, შედეგებით კმაყოფილნი ვართ. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. ამ პროექტით მოწაფეები თავიანთ ცოდნას აღრმავებენ.
ქუთაისის N9 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ეკა ბოხუა:„ეტალონი“ ყველა სკოლისთვის ძალიან პოპულარული პროექტია. აღნიშნულით ბავშვების დაინტერესება მაღალია. ტესტირებამ კარგად ჩაიარა, საინტერესო კითხვები იყო. მოსწავლეები მას ყურადღებით და სერიოზულად მოეკიდნენ. ამ პროექტს მივესალმებით.
ქუთაისის N31 საჯარო სკოლა, დირექტორი ირმა შველიძე:ტესტირებაზე საკმაოდ მაღალი დასწრება გვქონდა, განსაკუთრებით უფროსკლასელები აქტიურობდნენ. აღსანიშნავია, რომ შარშან და შარშანწინაც გვყავდა გამარჯვებული. მეორე ტურისთვის პედაგოგები ბავშვებთან მუშაობენ. ყველას სურს თავისი შესაძლებლობების გამოვლენა და ეს პროექტი ამის ერთ-ერთი საშუალებაა, პირველი გადადგმული ნაბიჯია მწვერვალების დასაპყრობად. „ეტალონით“ მოსწავლეები თვითშეფასებას იმაღლებენ.
ქუთაისის N31 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლელა კინწურაშვილი:ტესტირებამ საკმაოდ კარგად, უხარვეზოდ ჩაიარა. მე-8-დან მე-11-ს ჩათვლით ყველა კლასი ჩართული იყო. მეორე ტურში გადასვლა ბევრს სურდა. ღონისძიებისთვის კარგი განწყობით ვემზადებით. პედაგოგები ბავშვებს ეხმარებიან. ეს პროექტი ეროვნულია და ყველა მოსწავლისთვის საამაყოა.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ
Facebook-ზე ან შეავსოთ
სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ფოტოები: