მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთაში „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის“ აუტიზმის ცენტრი „პეგასი“ აშენდება.
აღნიშნულის შესახებ დღეს მცხეთაში პრეზენტაცია გაიმართა.
ცენტრის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება და 2026 წელს დასრულდება.
ფონდი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომლის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების დონის ცენტრის შექმნა, სადაც ბენეფიციარები სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ.
ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით. ამასთან, დაკომპლექტდება პროფესიონალი კადრებისაგან, რაც საშუალებას მისცემს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, შეექმნათ ყველანაირი პირობა ზრდისა და განვითარებისთვის. ასევე, ცენტრის ბაზაზე დაარსდება სატრენინგო სკოლა, სადაც შესაბამისი დარგის პროფესიონალები უზრუნველყოფენ ახალი სპეციალისტების მომზადების პროცესს.
სარეაბილიტაციო ცენტრი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე, ქვეყნის მასშტაბით, 230 ბენეფიციარს სრულიად უფასოდ მოემსახურება.
პრეზენტაციას აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც