სიახლეები
საინტერესო

სკოლა, სადაც აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, აკაკი შანიძე და სხვა შემოქმედი ტალანტები სწავლობდნენ
05-04-2017
-
+


ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1 სკოლა მემკვიდრეა არსებული კლასიკური გიმნაზიისა, რომელიც ამავე შენობაში იყო მოთავსებული. 

1830 წელს ქუთაისში საშუალო ტიპის სამაზრო სასწავლებელი დაარსდა, რომელიც 1850წ. თებერვალში, ქუთაისის გუბერნიის შექმნასთან დაკავშირებით, გიმნაზიად გადაკეთდა. 



1878 -79 სასწავლო წლიდან კლასიკური ენების – ლათინურისა და ძველი ბერძნულის სწავლების შემოღების გამო, სასწავლებელს კლასიკური გიმნაზია ეწოდა.  

მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ქუთაისის გიმნაზია ერთადერთი საშუალო სასწავლებელი იყო მთელს გუბერნიაში.  

სკოლა თავისებური მემორიალია იმ მრავალრიცხოვანი შემოქმედი ტალანტებისა, რომლებმაც შორს გაუთქვეს სახელი ქართულ კულტურას, ლიტერატურასა და ხელოვნებას.  

სხვადასხვა დროს ამ სასწავლებელში სწავლობდნენ: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, კირილე ლორთქიფანიძე, სერგეი მესხი, დიმიტრი ნაზარიშვილი, გიორგი ზდანოვიჩი, ალექსანდრე წულუკიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, სილოვან ხუნდაძე, იოსებ ოცხელი, იუსტინე ჯანელიძე, დიმიტრი უზნაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ანგია ბოჭორიშვილი, ტიციან ტაბიძე,პაოლო იაშვილი, დავით კაკაბაძე, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, კოტე მესხი, შალვა ღამბაშიძე, უშანგი ჩხეიძე, ვასილ კიკვიძე, აკაკი ხორავა და სხვა. 
 
1902 – 1906 ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა ვლადიმერ მაიაკოვსკი. 1957 – 1991 წლებში სკოლა სწორედ მის სახელს ატარებდა. 

სკოლა გარემონტდა 2008 წელს და  დღესდღეობით  ასე გამოიყურება. 

იხ. ფოტოსურათი 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება