მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვინ შეიძლება იყოს მასწავლებლების გარე დამკვირვებელი, რა მოვალეობები აქვთ მათ, რა ეტაპებისგან შედგება გარე დაკვირვება და ვის შეუძლია გარე დაკვირვების გავლა - აღნიშნულ კითხვებზე პასუხს Etaloni.ge გთავაზობთ.
მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში პედაგოგის სტატუსის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობა გარე დაკვირვების გავლაა, რომელიც უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებელს მაშინ უწევს, როცა მას სტატუსის ამაღლება წამყვან მასწავლებლობამდე სურს. თუმცა, მანამდე მასწავლებელი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის:
1) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტქულებიდან მოპოვებული აქვს არანაკლებ 13 კრედიტქულა;
2) უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის.
რაც შეეხება გარე დამკვირვებლებს, იმისთვის რომ პირმა გარე დამკვირვებლის უფლება მოიპოვოს შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1) უნდა ჰქონდეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, რომელ ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას და წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი გარე დაკვირვება;
2) უნდა ჰქონდეს პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას;
3) უნდა ჰქონდეს წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსი და ზოგად, პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას.
გარე დაკვირვება შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) წინასაგაკვეთილო შეხვედრა;
ბ) გაკვეთილზე დაკვირვება;
დ) გაკვეთილის შეფასება.
აღსანიშნავია, რომ გარე გაკვეთილის ჩატარებამდე, იმართება წინასაგაკვეთილო შეხვედრა, სადაც მასწავლებელი ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმას აცნობს გარე დამკვირვებელსა და სხვა დამსწრე პირებს. აწვდის ინფორმაციას კლასზე, მოსწავლეების საჭიროებებზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
ამასთან, მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში ჩატარებული გაკვეთილის შესახებ რეფლექსია ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილ სპეციალურ ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი არ შეფასდება.
გაკვეთილზე დაკვირვება და მისი შეფასება ხორციელდება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის საფუძველზე. გარე დამკვირვებელი აფასებს გაკვეთილს ქულებით, გაკვეთილის შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული თითოეული კრიტერიუმის მიხედვით.
ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის შეფასება ასახული უნდა იყოს გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32, გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 24 ქულას.
ხოლო, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 21 ქულას.
გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი 4 კრედიტქულას იღებს. იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელი უარყოფით შეფასებას მიიღებს გარე დაკვირვებაში, მას ხელახალი რეგისტრაციის და გარე დაკვირვების გავლის უფლება მომდევნო სასწავლო წელს მიეცემა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა