სიახლეები
ინტერვიუ

„ილაპარაკეთ ქართულად, შეცდომით, მაგრამ ილაპარაკეთ“- რა სირთულეებთან უწევთ შეჭიდება იორმუღანლოს ქართული სკოლის აზერბაიჯანელ მოსწავლეებს
22-10-2018
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობისას, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ეთნიკურად აზერბაიჯანელმა კონკურსანტმა, ბაღდაკულ ხალილოვმა მიიქცა, რომელიც შესანიშნავად ფლობდა ქართულ ენას და გალაკტიონ ტაბიძის ლექსი ზეპირად წაიკითხა.

ბაღდაკულ ხალილოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ცხოვრობს და ამავე სოფლის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. მისი თქმით, ისეთ სოფელში, როგორიც იორმუღანლოა, რთულია იპოვო ადამიანი, რომელთანაც ქართულად საუბარს შეძლებ. მიუხედავად ამისა, როგორც ბაღდაკულ ხალილოვმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ქართული ენის ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად, ყოველდღიურად ბევრს მეცადინეობს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს ქართული სკოლის ყველა მოსწავლე აზერბაიჯანელია. რა მეთოდებით ეუფლებიან მოსწავლეები ქართულ ენას და რა სირთულეებთან უწევთ შეჭიდება - ამ საკითხზე ბაღდაკულ ხალილოვს და მისი ქართულის მასწავლებელს, დალი ოსეფაშვილს ვესაუბრეთ.

„ჩვენს სოფელში ქართველები არ ცხოვრობენ, აზერბაიჯანელმა მეგობრებმა არ იციან კარგად ქართული, ამიტომ რთულია ჩემთვის სახელმიწიფო ენის სწავლა. სკოლაში ქართული ენის მასწავლებლებთან და მხოლოდ ერთ აზერბაიჯანელ მეგობართან საუბრით ვცდილობ უკეთესად ვისწავლო ქართული ენა. ქართულის მასწავლებლები გვაძლევენ საშუალებას სხვადასხვა მეთოდებით გავიუმჯობესოთ ცოდნა. სკოლის გაკვეთილების გარდა, დავდივარ ქართულის დამატებით გაკვეთილებზე. ვუყურებთ ქართულ ვიდეოებს და ვუსმენთ ქართულ სიმღერებს და აუდიო ჩანაწერებს“.

„ძალიან მიყვარს ქართული პოეზია და განსაკუთრებით გალაკტიონი. მისი წიგნიც მაქვს და ლექსი, რომელიც „ეტალონის“ კონკურსზე შეკითხვაში მოვიდა, ზეპირად ვიცოდი. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის კითხვები ადვილი იყო. თითქმის ყველა კითხვაზე მქონდა სწორი პასუხი, მაგრამ კითხვების გადათარგმნისთვის და პასუხების დაფიქსირებისთვის მეტი დრო მჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში წარმატება ვერ მოვიპოვე, მაინც ძალიან მიხარია, რომ მივიღე მონაწილეობა, რადგან კონკურსზე დავრწმუნდი, რომ აუცილებლად უკეთესად უნდა ვიცოდე ჩვენი სახელმწიფო ენა. პირობას ვდებ, უკეთესად ვისწავლი და უფრო კარგი შედეგი მექნება "ეტალონის" კონკურსში მომავალ წელს. 

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას რომელიმე ქართულ უნივერსიტეტში ვაპირებ. სამომავლოდ ბევრი მიზანი და ოცნება მაქვს“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის, დალი ოსეფაშვილის თქმით, სკოლის 1400 მდე მოსწავლიდან უმეტესობა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, ქართულის დამატებით მეცადინეობებს ესწრება. დალი ოსეფაშვილმა Etaloni.ge- სთან საუბრისას, იორმუღანლოს საჯარო სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე, სხვა სკოლებისგან განმასხვავებელ ნიშნებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. 

„იორმუღანლოს ყველა მოსწავლე აზერბაიჯანელია, სკოლა კი ქართულია. შესაბამისად, აქ სწავლა არ არის მარტივი, მაგრამ ვცდილობთ შევქმნათ ის პირობები, რაც მათ სჭირდებათ. სკოლაში სახელმწიფო ენა პირველივე კლასიდან ისწავლება და კვირაში 5 საათი ეთმობა. განსხვავებულია სახელმძღვანელოები. ქართულ სკოლაში თუ ქართულის წიგნები კლასების მიხედვით არის დალაგებული, ჩვენთან სწავლება დონეების მიხედვით ხდება. მაგალითად მეშვიდე დონე შეიძლება ისწავლოს მეხუთეკლასელმაც და მეათეკლასელმაც. ეს ადაპტირებული მასალაა და ბავშვების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. 

გარდა ამისა, არსებობს მხატვრულად კითხვის წრე. ასევე ქართულის კლუბი, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე აზერბაიჯანელი მასწავლებლებისთვის, რომლებიც ქართულს ასწავლიან. სკოლაში გვაქვს ქართულის კაბინეტი, სადაც გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვებს აქვთ საშუალება, ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ სხვადასხვა მასალა, ააწყონ ტექსტები და დამოუკიდებლად აწარმოონ კედლის გაზეთი. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად იზრდება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი. ბავშვებმა იციან, რომ ცოდნა აუცილებლად დაუფასდებათ. მათ თავიდანვე აქვთ დაგეგმილი, რისთვის აგრძელებენ სწავლას უნივერსიტეტში. წელს იყო არაჩვეულებრივი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ყოფილი მოსწავლეები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, კვლავ ჩვენ სკოლაში დაბრუნდნენ. ისინი ძალიან მოტივირებული, ამბიციური პედაგოგები არიან“.

დალი ოსეფაშვილმა აღნიშნა, რომ ინტელექტ-ჩემპოინატი და მსგავსი ტიპის კონკურსები აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ სწავლის მოტივაციას აძლევს. 

„ძალიან აქტიური მოსწავლეები გვყავს. ისინი ცდილობენ ისწავლონ ქართული ძალიან კარგად. წელს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში პირველად მიიღეს მონაწილეობა და ვერ წარმოიდგენთ რამხელა ინტერესი გამოიწვია ამ კონკურსმა, რა მოტივირებულები და მონდომებულები იყვნენ, როგორ გულშემატკივრობდნენ ერთმანეთს. კონკურსის მეორე ტურის დასრულების შემდეგ პირველი კითხვა იყო - როდის იქნება ეს კონკურსი კიდევ. არაერთ მოსწავლეს გაუჩნდა სურვილი შექმნან ჯგუფი, რომელიც "ეტალონის" კონკურსისთვის იმეცადინებს. ბავშვები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ცოდნა არ იკარგება, რომ მხოლოდ სწავლით მიიღწევა წარმატება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ეროვნების წარმომადგენლები ხარ. 

სოფელში მხოლოდ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ჰყავთ ქართველი მეგობრები, ჩვენი სკოლა დამეგობრებულია საგარეჯოს N4 საჯარო სკოლასთან,  ერთად ვატარებთ ღონისძიებებს. 

ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ჩვენს მოსწავლეებს: ილაპარაკეთ ქართულად, შეცდომით, მაგრამ ილაპარაკეთ, რომ ისწავლოთ!“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდნენ: მარიამ ვაჩეიშვილი და ნათელა ირემაძე 

ღონისძიება ემოციებით სავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა, რითიც სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი შთამბეჭდავი მოგონება ჩაიწერა 

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება