სიახლეები
სამასწავლებლო

შემცირდა თუ არა ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში ადრეული ქორწინების შემთხვევები - ინტერვიუ სკოლის დირექტორთან
23-10-2018
-
+


ადრეული ქორწინება ისევ რჩება ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად, თუმცა, ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა Etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელში მსგავსი შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა.

ელზა აშიროვას განმარტებით, წინა წლებთან შედარებით, სტატისტიკა უმჯობესდება და არასრულწლოვნების დაოჯახების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.

მისი ცნობით, 2018 წელს სოფელ ყარაჯალაში მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი დაოჯახდა.

როგორც დირექტორი ამბობს, სტატისტიკის გაუმჯობესებას ხელი სახელმწიფოს ჩართულობამ შეუწყო, მათ შორის კანონში შესულმა ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც, 16 წლამდე პირთან სქესობრივი კონტაქტი იკრძალება. ასევე, სოციალური სააგენტოს და სამართალდამცველების ჩართულობამ, რომლებიც მსგავს ფაქტებზე დროულად რეაგირებენ.

ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორი მშობლებს მოუწოდებს, შვილებს ბავშვობის წლები არ წაართვან და სწავლა-განათლების შესაძლებლობა მისცენ.

Etaloni.ge  გთავაზობთ ინტერვიუს ელზა აშიროვასთან:

- შეიცვალა თუ არა არასრულწლოვნების დაოჯახების სტატისტიკა თქვენს სოფელში?

- ეს ძალიან პრობლემური საკითხი იყო ჩვენი სოფლისთვის. ადრე ქორწინების საკითხი ტრადიციულად ჩვენი სოფლისთვის უფრო მიღებულია. რაც შეეხება სტატისტიკას, საბედნიეროდ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გაუმჯობესდა. წინა წლებში, როცა მუშაობა დავიწყე, (2005 წელს დავინიშნე სკოლაში დირექტორად), ადრეული ქორწინების საშუალოდ 32 შემთხვევა ფიქსირდებოდა. წლების მიხედვით, ნელ-ნელა შემცირდა 18-მდე, შემდეგ 16-მდე. ბოლო 3-4 წელია კი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. არის დასახვეწი რაღაცები, რომ ერთეული შემთხვევებიც არ იყოს.

- წელს ​არასრულწლოვანთა დაოჯახების რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა ყარაჯალაში?

- 2018 წელს ორი შემთხვევა იყო. ერთ-ერთ მშობელთან გვქონდა გასაუბრება. მისი შვილი გათხოვილი არ იყო და მიმდინარეობდა დანიშვნის პროცესი. მშობელმა შეიცვალა გადაწყვეტილება, თქვა კოლეჯში უნდა წავიყვანო ჯერ და მერე გავათხოვებო. ჩემი და დამრიგებლის ჩართულობით შეიცვალა გადაწყვეტილება. კონსულტაციები გვქონდა, მათთან სახლშიც კი ვიყავით. აქვე მინდა ვთქვა, რომ როდესაც მშობელი განცხადებას წერს და შვილი კოლეჯში მიჰყავს, იმის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუნდაც არასრულწლოვანი იყოს, სკოლის ძალებს აღემატება. 2018 წელს ერთადერთი მოსწავლე დაოჯახდა. მისი ინიციატივა იყო. ოჯახს არ მიუღია მონაწილეობა. მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.

- ადრეული ქორწინების დროს უფრო მეტად ოჯახები იღებენ ამ გადაწყვეტილებას თუ თავად არასრულწლოვნები?

- არასრულწლოვნები არასდროს არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. ოჯახი იღებს გადაწყვეტილებას. ძალადობის ნიშანი კი არ იკვეთება, შეთანხმებით ხდება. არასრულწლოვანია, შვილია და არის ტრადიციულად მიღებული, ეტყვიან-გააკეთებს... ინიციატორი ყოველთვის მშობელია.

- რამდენად არის სახელმწიფო ჩართული აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში?

- ბოლო წლებში კანონში მომხდარმა ცვლილებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საკითხის მოგვარებაში. ტენდენცია დაკლებისკენ წავიდა. ასევე, მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის სკოლის თანამშრომლობას სოციალურ სააგენტოსთან და პოლიციასთან. მშობლები უფრო ინფორმირებულები გახდნენ. მშობელთა კრებები იქნა მოწვეული, ჩატარდა სამოქალაქო განათლების გაკვეთილები, სადაც მშობლებიც გვესწრებოდნენ. სოციალური სააგენტოს და პოლიციის მხრიდან მაშინვე ხდება რეაგირება. ყველაფერმა ამან კი თავისი წვლილი შეიტანა.

- რას მოუწოდებთ მშობლებს, რომლებიც არასრულწლოვანი შვილების ქორწინებას ხელს უწყობენ?

- მშობლებთან ხშირად გვაქვს შეხვედრები და საუბრები. მშობელთა ჩართულობას მაქსიმალურად ვცდილობთ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. მოვუწოდებთ მშობლებს, რომ შვილებს ბავშვობის წლებს ნუ წაართმევენ, მით უმეტეს 21-ე საუკუნეა, პირიქით უნდა იყოს, ბავშვებს სწავლა უნდა გააგრძელებინონ, რომ აქტიური მოქალაქეები და საქართველს ღირსეული შვილები იყვნენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება