მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფოთის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ნიკო ნიკოლაძის 175 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაში I, II, III, IV, V და VII საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
ფოთის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ქართველი პუბლიცისტის ცხოვრება მოღვაწეობაზე ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრეს და ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი და ღვაწლი წარმოაჩინეს.
ღონისძიებას სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
„ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი დღესაც კვებავს ქართულ აზროვნებას, დღესაც ამხნევებს და აგულოვანებს ჭეშმარიტი საქმისთვის მებრძოლ ადამიანს, დღესაც აძლევს შესაძლებლობას ქართველს თავი მოიწონოს ევროპულ და ეროვნულ ღირებულებებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლე-ახალგაზრდობა ეზიაროს დიდი ნიკო ნიკოლაძის ნააზრევს, გააცნობიერონ, რომ ევროპული ღირებულებები ყოველთვის იყო ქართველი ადამიანის არჩევანი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა