სიახლეები
რჩევები

„არ გამოიყენოთ საკვები პროდუქტები ჯილდოს ან დამშვიდების მიზნით“ - კვებითი დამოკიდებულება ბავშვებსა და მოზარდებში
23-10-2018
-
+


კვებითი ადიქციის ანუ კვებითი დამოკიდებულების რისკი  ბავშვებსა და მოზარდებში განსაკუთრებით დიდია და შეიძლება ნებისმიერმა საკვებმა პროდუქტმა გამოიწვიოს. კვლევების თანახმად, განსაკუთრებით ხშირად კვებითი დამოკიდებულება ტკბილეულზე ფიქსირდება. ამერიკელი მკვლევარების აზრით, კვებითი ადიქცია სირთულით კოკაინზე დამოკიდებულებას უტოლდება.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ საკვებზე დამოკიდებულება განსაკუთრებით სახიფათოა მაშინ, როდესაც ის კონკრეტული არაჯანსაღი პროდუქტის მიმართ გამოიხატება. ორგანიზმი იღებს ჭარბ კალორიებს, რაც ჭარბი წონისა და სიმსუქნის მიზეზი ხდება. ეს უკანასკნელი კი არის დაავადება, რომელიც თავის მხრივ, დაკავშირებულია არაერთ ქრონიკულ პათოლოგიასთან.

რა ფაქტორები განაპირობებს საკვებზე დამოკიდებულებას და როგორ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ან/და გავუმკლავდეთ კვებით ადიქციასთან დაკავშირებულ პრობლემებს - ამ საკითხთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა, მარიამ შოვნაძემ ისაუბრა: 

„ბავშვებში არასწორი კვებითი ჩვევებისა და ემოციური დამოკიდებულების განმაპირობებელი რისკ-ფაქტორები სხვადასხვაა. ეს შეიძლება იყოს მშობლებთან ნაკლები კომუნიკაცია და მზრუნველობის და ყურადღების დეფიციტი. სწორედ ამ დროს, შესაძლებელია, ბავშვმა აღნიშნული უყურადღებობა ან სითბოს დეფიციტი, საკვებით დააკომპენსიროს. შემდეგ აითვისოს ეს, როგორც ეფექტური სტრატეგია და ემოციური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. ასევე აღსანიშნავია, ინტერესების და აქტივობების ნაკლებობა ან არარსებობა. ამ შემთხვევაში შესაძლოა თავისუფალი დრო შეავსოს სხვადასხვა პროდუქტების არანორმირებული მიღებით. კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ტკბილეულისა და ე.წ. სნექის (წასახემსებელი მშრალი საკვები) მიმართ ემოციურ დამოკიდებულებებს ვხვდებით. ამიტომ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია, მშობლებისა და მეურვის მხრიდან განხორციელებული ისეთი უწყინარი ქმედებები, როგორიცაა ტკბილეულის ჯილდოდ ან დამამშვიდებლად გამოყენება“.

საკვების მიმართ დამოკიდებულების თავიდან არიდების მიზნით, მარიამ შოვნაძე რამდენიმე აპრობირებულ მეთოდს გვთავაზობს:

„თუ არსებობს საკვებ პროდუქტებზე ემოციური დამოკიდებულება ე.ი არსებობს ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას და სპეციალისტთან ერთად მუშაობას საჭიროებს. თუმცა, აქვე არსებობს გზებიც, რომელიც დაგვეხმარება თავიდან ავირიდოთ კვებით ადიქციასთან დაკავშირებული პრობლემები. პირველ რიგში, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არ გამოიყენოთ საკვები პროდუქტები ჯილდოს ან დამშვიდების მიზნით. მაგრამ თუ მაინც მოხდება საკვების გამოყენება არასასურველი ქცევის შესამცირებლად ან სასურველი ქცევის განსამტკიცებლად, აუცილებლად დააწყვილეთ ის სხვა სახის განმამტკიცებელთან. მაგალითად, სოციალურთან, აქტივობითთან და ა.შ.

კვირაში ერთხელ მაინც ჩავრთოთ ბავშვები კერძის მომზადების პროცესში, რათა პროდუქტების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს; სწორი კვების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ და რაც მთავარია, სწორი ფორმით გავუზიაროთ ეს ბავშვებს; ნუ დავაძალებთ დიდი ულუფით საკვების მიღებას - ზომაზე დიდი ულუფა კუჭის მოცულობისა და შემდგომში, ულუფის გაზრდას იწვევს; დაეხმარეთ შეიმუშაოს სტრესის დაძლევის სხვადასხვა მექანიზმები - შევთავაზოთ სხვადასხვა აქტივობები: ერთად გასეირნება, თამაში; სავარჯიშოები ნატიფი მოტორიკისთვის - ხატვა, ძერწვა და ა.შ.; კვებითი დამოკიდებულების შემთხვევაში ნუ აუკრძალავთ პროდუქტებს, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს და გაითვალისწინეთ რეკომენდაციები“.

გახსოვდეთ, კვებითი ადიქცია საკმაოდ მძიმე და ორგანიზმისთვის დამანგრეველი დაავადებაა, რაც უკიდურეს შემთხვევაში, სხვადასხვა სახის ჩარევას საჭიროებს. კვებითი ადიქცია მავნებელი შეიძლება იყოს, როგორც ტკბილეულის, ასევე მარილიანი საკვების მიმართ დამოკიდებულების შემთხვევაშიც. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ, თავი აარიდოთ მის გამომწვევ ფაქტორებს და გაითვალისწინოთ რჩევები და რეკომენდაციები, რომლებსაც ფსიქოლოგები და მკვლევარები გამოცდილებისა და კვლევების შედეგების გათვალისწინებით გვთავაზობენ.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით

ერთმანეთ ეჯიბრებოდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები

გაკვეთილზე განიზილეს ქიმიური პროცესები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება