კარგ მოსწავლეებად არ იბადებიან, არამედ ყალიბდებიან - ამას სპეციალისტები ამტკიცებენ, რომლებიც მშობლებს რამდენიმე რჩევას აძლევენ, თუ როგორ უნდა დააინტერესონ შვილები სწავლის პროცესით. ყველასთვის ცნობილია მოსწავლეთა ნაწილისთვის დამახასიათებელი სიზარმაცე, არადისციპლინურობა თუ სწავლისადმი უინტერესობა. Etaloni.ge წარმოგიდგენთ სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომელიც ბავშვის სურვილს, რომ იმეცადინოს, უფრო გაზრდის.
შექმენით წიგნის კითხვის ატმოსფერო
წიგნის კითხვა განათლების მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი გზაა. ბავშვებს, რომელთაც კითხვა უყვართ, სწავლა უფრო უადვილდებათ. სწორედ ამიტომ, დაეხმარეთ ბავშვს რომ კითხვა შეუყვარდეს. დააწესეთ ოჯახური კითხვის დრო - დღეში 20 წუთი მაინც, დაანახეთ მაგალითი, რომ თავად კითხულობთ, შექმენით სახლში ატმოსფერო, სადაც წიგნს საპატიო ადგილი უკავია და ამით დააინტერესეთ ბავშვიც.
მიეცით არჩევანის საშუალებასწავლის ხსენება ბევრ ბავშვში კონტროლის ასოციაციას იწვევს. სწორედ ამიტომ, მიეცით მათ საშუალება სავალდებულო მასალასთან ერთად დამატებით თავისი სურვილით აირჩიონ რისი სწავლა სურთ. ეს ბავშვს მისცემს შეგრძნებას, რომ პროცესს თავად წარმართავს. მაგალითად, თუ სასკოლო დავალებაა წერა, მიეცით საშუალება თავად აირჩიოს რის შესახებ სურს დაწეროს.
დაინახეთ ბავშვის ინტერესებიმნიშვნელოვანია სწავლა სახალისო იყოს. სწორედ ამიტომ, დაინახეთ და გაარკვიეთ ბავშვის ინტერესები. მაგალითად, თუ მას დინოზავრები აინტერესებს, მიეცით წიგნები ამის შესახებ და სავალდებულო მასალის პარალელურად, დაეხმარეთ ცნობისმოყვარეობის სწავლით დაკმაყოფილებაში.
მიეცით მაგალითი თუ ბავშვი ხედავს, რომ სწავლა თქვენც გაინტერესებთ, მუდმივად კითხულობთ და იკვლევთ, ეს მაგალითს აძლევს, რომ თავადაც თქვენნაირი გახდეს. დაანახეთ ბავშვს, რომ სწავლა გაინტერესებთ და თავადაც დაინტერესდება ამით.
ასწავლეთ იყოს მობილიზებულიარაორგანიზებულობა ბავშვებისთვის დამახასიათებელია. არადა მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო თუ საკუთარ ნივთებს სწორი ადგილი მიუჩინონ. ეს ჩვევა მათ სწავლის პროცესშიც ეხმარება. გამოიჩინეთ მოთმინება, მაგრამ პრინციპულობა, რომ ბავშვმა საკუთარი ნივთების მოწესრიგება ისწავლოს.
გააკეთეთ აქცენტი მის სიძლიერეზე და არა - სისუსტეზერთულია ძლიერ მხარეზე აქცენტის გაკეთება, როცა ბავშვში მრავალ სისუსტეს ხედავთ? როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, სწორედ ძლიერ მხარეზე ფოკუსირებით ვზრდით ბავშვის თავდაჯერებულობასა და ინტერესს სწავლის მიმართ. შეაქეთ, დაინახეთ მისი ძლიერი მხარე და ამით მოტივაცია მიეცით, უფრო მეტი ისწავლოს, უფრო კარგი მოსწავლე გახდეს.