სიახლეები
სიახლეები

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
29-10-2018
-
+


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით, საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები გააცნო.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 615 403 ხმა მიიღო, რაც 38,63%-ია, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ  601 175 ხმა - 37,74% .

თამარ ჟვანიამ ასევე აღნიშნა, რომ წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია. ჟვანიას განმარტებით, არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, ამის შემდგომ კი, არჩევნები 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.

„წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ ჩვენ დიდი ალბათობით გვაქვს მეორე ტური. მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავების განხილვა მაქსიმალური ვადით გაგრძელდა, ეს არის არჩევნების ჩატარებიდან 20 დღე. შედეგები 20 დღეში უნდა გამოქვეყნდეს. საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, ანუ 20 დღის შემდგომ 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ ამავდროულად კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი“, - განაცხადა ჟვანიამ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე. 

28 ოქტომბრის 20:00 სთ-ის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები, 3  703 საარჩევნო უბნის მიხედვით (საარჩევნო უბნების თითქმის 100 %):

1. მიხეილ ანთაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - 1074 (0.07 %)

2. დავით ბაქრაძე - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 174 699 (10.97 %)

4. ვახტანგ გაბუნია - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა- 1 948 (0.12 %)

5. გრიგოლ ვაშაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -  601 175 (37.74 %)

10. შალვა ნათელაშვილი  - საქართველოს ლეიბორისტული პარტია 59805 (3.75 %)

13. ზვიად მეხატიშვილი - საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - 713 (0.04 %)

17. გიორგი ლილუაშვილი - საქართველო -  892 (0.06 %)

18. აკაკი ასათიანი - ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი - 2002 (0.13 %)

21. კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო - 21 207 (1.33 %)

22. ოთარ მეუნარგია - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 663 (0.04 %)

23. ირაკლი გორგაძე - მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის - 542 (0.03 %)

25. დავით უსუფაშვილი - თავისუფალი დემოკრატები - 36005 (2.26 %)

27. ზვიადი ბაღდავაძე - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო - 488 (0.03 %)

28. მიხეილ სალუაშვილი - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე- 2969 (0.19 %)

30. ზვიად იაშვილი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – 444 (0.03 %)

31. თამარი ცხორაგაული - თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა 4015 (0.25 %)

35. გელა ხუციშვილი - საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა - 1623 (0.1 %)

36. ზურაბ ჯაფარიძე  - გირჩი-  35971 (2.26 %)

40. ლევანი ჩხეიძე - ახალი ქრისტიან-დემოკრატები - 2936 (0.18 %)

48. სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი - 615 403 (38.63 %)

49. ბესარიონ თედიაშვილი - დამოუკიდებელი -  3 856 (0.24 %)

51. გიორგი ანდრიაძე  - დამოუკიდებელი- 13 153 (0.83 %)

58. კახაბერ ჭიჭინაძე - დამოუკიდებელი -  1430 (0.09 %)

62. ვლადიმერ ნონიკაშვილი - დამოუკიდებელი - 635 (0.04 %)

65. თეიმურაზ შაშიაშვილი - დამოუკიდებელი - 9 486 (0.6 %)


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება