მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრომ 3,133 მედალი საბოლოოდ ჩაიბარა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Etaloni.ge-ს განათლების მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.
2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების დარიგების დღე ცნობილი უახლოეს დღეებში იქნება. მედლების გადაცემა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში მოხდება.
"გეტყვით, რომ რაოდენობრივად გასაცემია 2 209 ოქროსა და 924 ვერცხლის მედალი“, - განაცხადა ეკა ხუციშვილმა და მედლების გადაცემის გაჭიანურებაზე განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა.
"მედლების გაცემა გარკვეული მიზეზების გამო გაჭიანურდა. ეს იყო ექსპერტიზის პრობლემა, სამხარაულის ბიუროს მიერ უნდა დადგენილიყო მედლების შესაბამისობა, მათი ხარისხი და სწორედ ეს იყო დაგვიანების მიზეზი. თუმცა, ამ ეტაპზე უკვე დადგენილია შესაბამისობა, დამაკმაყოფილებლად არის მიჩნეული მედლების ხარისხი და დაჯილდოების თარიღი უახლოეს დღეებში დადგინდება“, - აღნიშნა მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა.
Etaloni.ge ასევე დაინტერესდა რა ეტაპზეა 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების გადაცემის პროცედურები, რაზეც ეკა ხუციშვილმა გვიპასუხა, რომ კომისია ჯერ ისევ ხარვეზიან სიებზე მუშაობს.
„ამ ეტაპზე კომისია მუშაობს ხარვეზიან სიებზე. დაახლოებით 137 საქმე იყო შესასწავლად გადმოგზავნილი, აქედან უკვე შესწავლილია 84 საქმე, ზუსტდება დარჩენილი ხარვეზები, რის შემდგომაც დაიწყება მედლების შესყიდვის პროცედურები, რაც თავის თავში მოიცავს ისევ ხარისხობრივი კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენას და აქაც უახლოეს მომავალში დაიგეგმება გაცემის ცერემონიალი“, - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც