მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მეცხრეკლასელი მოსწავლის მიერ მეორე მოსწავლისთვის დარტყმის მიზეზზე თბილისის N26-ე საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გაბოძე etaloni.ge - სთან საუბრობს და აცხადებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოულოდნელად ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე გაკვეთილების დაწყებამდე მოხდა. მიზეზი კი „ქუჩის“ მეგობრის ნათქვამი აღმოჩნდა.
დირექტორის თქმით, მოსწავლეს დაზიანება სახეზე, თვალის არეში აქვს მიყენებული, ის საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, თუმცა, ამ დროისთვის უკვე სახლში იმყოფება.
„სანამ გაკვეთილები დაიწყებოდა, სკოლაში შემოვიდა ერთ-ერთი მოსწავლე, რა დროსაც მეორე მოსწავლემ მას სახის არეში დაარტყა ხელი. ეს მოხდა ყოველგვარი შელაპარაკების და რაიმე ტიპის წინაპირობის გარეშე. ბავშვს ჩანთა ისევ ზურგზე ეკიდა.
მე და მანდატური მივედით ამბის გასაგებად თუ რა მოხდა და რატომ. დარტყმა იყო სახის არეში, ამიტომ ორივე მოსწავლის მშობელი გამოვიძახეთ სკოლაში. ასევე, სასწრაფო გამოვიძახე რომ დავრწმუნებულიყავით, რაიმე სერიოზული ტრავმა ხომ არ ჰქონდა ბავშვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ყოველთვის ასე ვიქცევით ხოლმე“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
მისივე თქმით, სკოლაში საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, რათა შემთხვევას საგაკვეთილო საათების დასრულების შემდგომ არ მოჰყოლოდა გაგრძელება.
„ამას შეიძლება გაგრძელება მისცემოდა, გაკვეთილების მერე ძალიან ძნელია იმაზე პასუხისმგებლობის აღება თუ რა მოხდა, შესაბამისად საპატრულო პოლიციაც ჩავრთეთ საქმეში. როცა ასეთი ძალადობრივი ფაქტია და თან ისეთი ასაკი აქვთ, ეს შეიძლება რაღაცაში გადაიზარდოს და გაგრძელდეს.
ბავშვებსაც გავესაუბრეთ და პრაქტიკულად არავინ იცოდა რა მოხდა. თვითონ იმ ბავშვს, როცა ვკითხე, რომელმაც დაარტყა, მითხრა, რომ ქუჩის მეგობარს უთქვამს (ამ ბავშვს, ვისაც დაარტყა მასზე უთქვამს) რაღაც და ამიტომ სკოლაში შემოსვლისთანავე ამ მოსწავლეს დაარტყა.
შესაბამისად, ვიმოქმედეთ ისე, როგორც უნდა გვემოქმედა. რადგან ზოგჯერ წაყრუება ცუდად მთავრდება და საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ყველა ზომა გაგვეტარებინა.
დაზარალებული მოსწავლე სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში, თუმცა, ის უკვე მშობელთან ერთად სახლში იმყოფება.
მეორე მოსწავლეს რაც შეეხება ის დედასთან ერთად წავიდა და მერე უკვე პოლიცია რასაც ჩათვლის საჭიროდ იმ ღონისძიებას გაატარებს“,- გვითხრა სკოლის დირექტორმა, ჟუჟუნა გაბოძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე - ძალადობის მუხლით დაიწყო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ილია მაზანაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი 42 კგ წონით კატეგორიაში