სიახლეები
სამასწავლებლო

ვეცდებით, ყველას სათქმელი თუ პრობლემა მივიტანოთ განათლების სამინისტრომდე
17-01-2017
-
+


დირექტორთა საბჭო აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში მიმდინარე ყველა სიახლესა თუ საქმიანობის ანალიზში. საბჭო სამთვიანია და როტაციის წესით მუშაობს. ამჯერად, დირექტორთა საბჭოს უკვე მეორე სხდომა გაიმართა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, Etaloni.ge სიქთარვის სკოლის დირექტორსა და საბჭოს წევრს, ია კვატაიას გაესაუბრა. მისი თქმით, მინისტრმა პრიორიტეტები შეხვედრის დასაწყისშივე გამოკვეთა: 

"დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა. ფორმატი, როგორც ვმუშაობთ, მისაღები და პრაქტიკულია. პრიორიტეტი, რომელიც ბატონმა სანდრომ გამოკვეთა დასაწყისშივე, ჯანმრთელი მოსწავლის აღზრდას ეხებოდა. თუ არ გვეყოლება ჯანმრთელი მოსწავლე, მას ვერ მოვთხოვთ საგნების სწავლას. ამ მხრივ მან სკოლაში სპორტული აქტივობების მრავალფეროვნებაზე ისაუბრა. საამისოდ სკოლებს საშუალება მიეცემათ, სპორტულ ფედერაციებთან და კომიტეტებთან დადონ შეთანხმება, რომ ეს უკანასკნელი სკოლებს ინვენტარითა და თუნდაც კადრებით დაეხმაროს. 

1. გარდა ამ საკითხებისა, რაზე ისაუბრა განათლების მინისტრმა?

მინისტრმა სველი წერტილების მდგომარეობაზეც ისაუბრა. მართალია, ყველა სკოლაში არ არის მოწესრიგებული სველი წერტილები, მაგრამ რისი გაკეთებაც ჩვენ პირობებში შესაძლებელია, მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ სისუფთავე დავიცვათ. 
 
2.რა საკითხები იყო მნიშვნელოვანი და ძირითადი, რაც დირექტორთა საბჭოს სხდომაზე განიხილეთ?

სხდომაზე ხაზი გაესვა დირექტორთა პასუხისმგებლობაზე სკოლაში ყველასა და ყველაფერზე. დირექტორია პასუხისმგებელი, და თუ ამ მოვალეობას უფლებები არ მივეცით, გვექნება ანომალიური სიტუაციები. ვინც თავის საქმეს არ აკეთებს, ის არ არის ჩვენ მეგობარი, არც ბავშვების მეგობარია, - განაცხადა მინისტრმა. საუბარი იყო მოსწავლეებში პატრიოტული სულის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.  

3. თავად დირექტორების მხრიდან რა საკითხებზე გაკეთდა აქცენტი?

დირექტორებისგან დაისვა საკითხები: ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტესტების სასკოლო პროგრამებთან მიახლოებაზე, დისციპლინური წარმოების წესში ცვლილების შეტანაზე, მოსწავლეთა სასკოლო ასაკის განსაზღვრაზე, თუმცა ამ მხრივ არაფერი შეიცვლება; საატესტატო გამოცდების შედეგების გამჭვირვალობაზე და მედლის აღებისას ამ შედეგების გათვალისწინებაზე; სკოლების საშტატო განრიგის თავისუფალ რეგულირებაზე სკოლების პრიორიტეტების გათვალისწინებით; მაღალმთიანი რეგიონის საჯარო სკოლებში კადრების დეფიციტის აღმოფხვრაზე და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის ხედვაზე; პროფილური სკოლების მიერ ინიცირებული საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე და საზღვრიპირა სკოლების ფუნქციონირების სპეციფიკურ პრობლემებზე; კერძო სკოლის დირექტორებმა დახმარება აღუთქვეს ნიქოზის საჯარო სკოლას და თანადგომის გამო აღფრთოვანებული მადლობა ეთქვათ მათ. 

3.როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა?

წინასწარ არაა ცნობილი, როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა. სავარაუდოდ, ალბათ, ორი კვირის შემდეგ.

''მნიშვნელოვანია ის, რომ სხდომაზე დასმულ საკითხებზე რეაგირების შედეგები მომდევნო სხდომაზე განიხილება. ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს ჩვენს ამომრჩევლებთან და ვეცდებით, ყველას სათქმელი თუ პრობლემა მივიტანოთ სამინისტრომდე.'' - დასძინა სიქთარვის სკოლის დირექტორმა. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება