მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საბავშვო ბაღი ანბანელას „ერუდიტები“ თანამედროვე შემეცნებითი მიდგომებითა და საინტერესო აქტივობებით თქვენი შვილების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
ამჯერად, მათემატიკის კვირეულის დროა.
გამოცდილ და მოსიყვარულე პედაგოგთა თქმით, მათემატიკის როლი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში უმნიშვნელოვანესია და ის აზროვნების, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
კვირეულის ფარგლებში, ნიჭიერმა პატარებმა ისწავლეს:
▪ ოცამდე თვლა ზრდადი და კლებადი მიმართულებით;
▪ ციფრების ცნობა როგორც თანმიმდევრობით, ისე არეულად;
▪ რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელების ცნობა ერთიდან ათამდე;
▪ რიცხვების ცნობა ათის ფარგლებში, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება;
▪ ძირითადი გეომეტრიული ფიგურების (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე) ცნობა და გამოსახვა;
▪ რამის გაყოფა 2-4 თანაბარ ნაწილად;
▪ საგნების შედარება რაოდენობის (მეტობა, ნაკლებობა, ტოლობა), ზომის (დიდი, პატარა), სიმაღლის (მაღალი, დაბალი) მიხედვით;
▪ კვირის დღეებისა და დღე-ღამის ნაწილების განსხვავება და მათი შესაბამისი სახელებით აღნიშვნა.
საბავშვო ბაღი ანბანელას „ერუდიტები“ მომავალშიც მრავალ საინტერესო აქტივობას შემოგთავაზებთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ილია მაზანაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი 42 კგ წონით კატეგორიაში