სავანეთის საჯარო სკოლაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
30-10-2018
დაკოპირებულია
-
+
სავანეთის საჯარო სკოლაში რიგით მეშვიდე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ლიდერობის აკადემიისა (მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი) და „სტემის საგნების ფარგლებში“ გაიმართა.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო ფასილიტატორი ლამზირა ოსეფაშვილი.
„მიუხედავად ენის ბარიერისა, სკოლა მოწოდების სიმაღლეზეა. ქართველ და აზერბაიჯანელ კოლექტივს შორის თანამშრომლობის მაღალი კულტურა იგრძნობა. შეხვედრაზე პედაგოგებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გაკვეთილის გეგმის განხილვა, მუშაობა ინდივიდუალურ მოსწავლეებთან და მოტივაციის ასამაღლებელი სტრატეგიები. გამოიყენეს მედიარესურსი, განიხილეს გაკვეთილები. პედაგოგებმა ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება და გაკვეთილზე გამოყენებულ მეთოდები გაუზიარეს. შეხვედრას ესწრებოდნენ პრაქტიკოსი პედაგოგები, რომელთაც პროგრამის ფარგლებში ტრენინგები აქვთ გავლილი და ასევე დამწყები პედაგოგი. მეტად საინტერესო გამოდგა მათ მიერ გამოყენებული მეთოდები. ნებისმიერი ინოვაცია მისაღებია, რომელიც გაკვეთილის ხარისხზე დადებითად მოქმედებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.