მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვედა ცაგერის სკოლამ მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებულად დაასრულა.
სკოლას ჰყავს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის ხუთი გამარჯვებული, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ხუთი გამარჯვებული, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ფინალისტი გახდა ქვედა ცაგერის სკოლის გუნდი ,,ხვამლი“.
ინტელექტუალთა კლუბის, სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო პროექტის ,,კინო სკოლაში„ და ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ ,,რა,სად,როდის?,, ქვეყნის და მუნიციპალური მაშტაბით გამართულ კონკურსებში.
სკოლა ასევე აქტიურად მონაწილეობს მოსწავლეთა 76-ე სამეცნიერო კონფერენციაში.
წარდგენილი თემების წარმატებული პრეზენტაცია გამართეს მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა.
შთამბეჭდავი სპორტული წარმატებები მოიპოვეს ქვედა ცაგერის სკოლის მოჭიდავეებმა საქართველოს ჩემპიონატზე.
ფინალისტები გახდნენ შესაბამის წონით კატეგორიებში: რატი საღინაძე, გიგი ჩიკვაიძე,(მეორე ადგილი) ზურაბ სილაგაძე (მესამე ადგილი), ირაკლი შკუბულიანი.(პირველი ადგილი)
წარმატებულად მოღვაწეობენ სკოლის ყოფილი მოსწავლეები სხვადასხვა მიმართულებით, ახალგაზრდა მწერლის შოთა ჩანქსელიანის საკონკურსო ნაწარმოები დაიბეჭდა ჟურნალ ,,ამირანში“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.