სიახლეები
სიახლეები

პედაგოგთა მესამე რაიონული კონფერენციის გამარჯვებულები ცნობილია
17-01-2017
-
+


საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით და ,,რეგიონალური განვითარების ფონდის" მხარდაჭერით პედაგოგთა მესამე რაიონული კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით 2014 წელს პირველად მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთათვის ჩატარდა კონფერენცია. 

2015-ში პედაგოგთა სურვილის შესაბამისად მათემატიკის სექციაც დაემატა და ამჯერად, უკვე ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთათვის ჩატარდა.

სამომავლოდ ხელოვნებისა და უცხო ენების სექციების დამატებაც იგეგმება. 

კონფერენციის მიზანი ზოგადად ინდივიდუალური საკვლევაძიებო თუ გუნდური მუშაობა და ჩატარებული სამუშოს საჯაროდ წარმოდგენის ჩვევების გამომუშავება, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული სწავლების ახლებური მიდგომების პოპულარიზაცია, ინტენსიური კონტაქტის დამყარება პედაგოგებთან, მათი მიღწევების წარმოჩენა და სტიმულირება, მასწავლებლებისათვის პროფესიულ განვითარებაში დახმარება იყო. 

კონფერენციისათვის რაიონის პედაგოგების მიერ 50 თემა დამუშავდა. მათგან დასკვნით ტურში წარმოდგენილი იყო 8 სექციაში გამარჯვებული 17 თემა:


1. ქიმიის სექცია: 

,,სწავლება თამაშის მეშვეობით - ქიმია ზღაპრად" - მაკა ჭანტურიძე - ახალთერჯოლა
,,ქიმიური ელემენტები და მათი როლი ადამიანის ორგანიზმში"- დარეჯან გვენეტაძე - ქვედა სიმონეთის №1 


2. ბიოლოგიის სექცია:

,,საშინაო დავალების მნიშვნელობა და გამოყენება ბიოლოგიის გაკვეთილზე'' - "ია ვარდოსანიძე - თერჯოლის N1
"რა ვიცით ღვიძლის დაავადების შესახებ -"ლია სახელაშვილი - ღვანკითი
"ეროზია- ჩემი სოფლის სატკივარი -"მაკა ჭანტურიძე - ახალთერჯოლა


3. ფიზიკის სექცია:

ფიზიკის როლი მედიცინაში - ნური ლაღიძე-ლორთქიფანიძე - გოგნი
ბიომასისა და მზის ენერგიის გამოყენება - დარეჯან ფხაკაძე - კვახჭირი

4. მათემატიკის სექცია:

მორის ეშერი-მათემატიკური ხელოვნება - მარეხი მემანიშვილი - თერჯოლის N2
ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას - ზინა ზარნაძე - ზედა საზანო


5. გეოგრაფიის სექცია:

ნაგარევის ტურისტული მარშრუტი - ნინო ამბროლაძე - ნაგარევი
,,განათლების,დასაქმების სტრუქტურისა და შემოსავლის წყაროები" - დარეჯან მემანიშვილი - თერჯოლის N2


6. ისტორიის სექცია:

ერთად ვიმოგზაუროთ საზანოს ისტორიულ წარსულში 21 თემურ ჩუბინიძე - საზანო
სასწავლო პროექტი-მცოცავი საზღვარი 18 ანერი მემანიშვილი - რუფოთი


7. ქართული ენის სექცია:

,,გრამატიკის საკითხების სწავლება პროექტებით" -თამარ აფრიდონიძე - კვახჭირი
ზმნის სწავლების პრობლემები მეშვიდე-მერვე კლასების მაგალითზე - მარგალიტა ციცვიძე - ჭოგნარი


8 . ქართული ლიტერატურის სექცია:

,,არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის მხოლოდ გადამკითხველი"- მაია მელუავა - ნახშირღელე
,,კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა. . ."- ასმათი ჩიტორელიძე - თერჯოლის N1

პირველ ადგილზე გასული თემების ავტორებს ,,ბიბლუსის" 100 ლარიანი, ხოლო მეორე ადგილზე გასულებს - 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ. (სპონსორი რეგიონალური განვითარების ფონდი).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაკა ჭანტურიძე - ახალთერჯოლის სკოლის პედაგოგი - ერთდროულად 2 სექციაში გახდა გამარჯვებული.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება