სიახლეები
საინტერესო

სკოლა და მასწავლებლები გინესის მსოფლიო რეკორდების ფოკუსში
31-10-2018
-
+


მასწავლებლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Guinness World Records-მა რეკორდსმენი მასწავლებლების სია გამოაქვეყნა. 

„ეს სია ყველა იმ მოსწავლეს ეძღვნება, რომლებსაც უჭირთ დაჯერება, რომ მასწავლებლობა რთული პროფესიაა. ეს რეკორდები მათი დიდხნიანი მუშაობის შედეგია და ამიტომ, საჭიროა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ყველამ, თუ რამდენ ენერგიას ხარჯავს ჩვენს განათლებაზე მასწავლებელი“- ნათქვამია Guinness World Records-ის ოფიციალურ საიტზე. 

მასწავლებლები გინესის რეკორდების წიგნში სხვადასხვა მახასიათებლებით შევიდნენ, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ - სკოლის, მოსწავლეების და პროფესიის სიყვარული. 

1. მასწავლებლის ყველაზე  ხანგრძლივი კარიერა - მედარდა დე იესო ლეონ დე უზაკუტი კარაკასში (ვენესუელა) 87 წლის მანძილზე მუშაობდა მასწავლებლად, 1911 წლიდან 1998 წლამდე. ის 12 წლის იყო, როცა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სკოლაში, რომელიც დებთან ერთად შექმნა. 1942 წელს დაქორწინების შემდეგ მან საკუთარი სკოლაც გახსნა. 



2. 2015 წლის 5 მაისს, ანტვერპენში, ქიმიაში ყველაზე დიდი გაკვეთილი ჩატარდა. 
გაკვეთილს 1018 მოსწავლე ესწრებოდა. მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ამ გაკვეთილზე ტყლარწისა და თმის გელის შექმნა ისწავლეს.
 


3. ყველაზე ხნიერი მასწავლებელი - მამა ჯეფრი შნაიდერი 101 წლის და 109 დღის იყო, როცა სკოლას თავი დაანება. ის 1912 წლის 23 დეკემბერს დაიბადა და მისი პროფესიული კარიერა 74 წელს ითვლის. 



4. ყველაზე გრძელი „მხტუნავი“ სასკოლო ჯაჭვი - 2011 წლის 30 სექტემბერს ლონდონში მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ჯაჭვი შექმნეს. ჯაჭვის სიგრძე 435 მეტრი იყო და ის 702 „მხტუნავს“ აერთიანებდა. 



5. ნორვეგიის სკოლის მასწავლებელმა ცალი ხელით ერთ წუთში ყველაზე მეტი აზიდვა გააკეთა. ასევე მას ეკუთვნის რეკორდი, ცალი ფეხით სიმძიმეების აწევაში. მან 45,4 კილოგრამი ასწია. 



6. ენის მასწავლებლის ყველაზე ხანგრძლივი კარიერა - 58 წელი. ჩინელმა რენ ზოუნგმა თავისი კარიერა 1959 წელს დაიწყო და 2017 წლის 30 აგვისტოს შეწყვიტა. 



7. ლექსიკის ყველაზე დიდი გაკვეთილი - ლექსიკის გაკვეთილი, რომელიც 1589 მონაწილისგან შედგებოდა, ინდოეთში, 2018 წლის 21 მაისს გაიმართა. ის მასწავლებელმა რაჯეშ თაკარმა ინგლისურ ენაში ჩაატარა. 



8. ყველაზე გრძელი ფერადი ჯაჭვი -
ჯაჭვის სიგრძე 18,099.92 მეტრი იყო და ის ლას-ვეგასში, ბრუკმანის დაწყებით სკოლაში 2018 წელს გააკეთეს მოსწავლეებმა. ჯაჭვის გაკეთების მიზანი მოსწავლეებში წიგნებისადმი ინტერესის გაზრდა იყო. ყოველი ახალი წიგნის წაკითხვაზე მოსწავლეებს ჯაჭვის ათ ნაწილს აძლევდნენ. საბოლოო ჯამში, მოსწავლეებმა სულ 25 000 წიგნი წაიკითხეს. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება